18:25 24 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
საგამოცდო სესია

საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს

© Sputnik/ Fuad Gasanov
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
37 0 0

მოსწავლეებმა ტესტირების სახით გამოცდა რვა საგანში უნდა ჩააბარონ.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოს 1,5 ათასზე მეტ სკოლაში მე–12 კლასელთათვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო.

შაბათს მოსწავლეები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. გამოცდები 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

„წელს მონიტორინგის განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ცნობილია, რომ ყველა ოთახში, სადაც გამოცდა ტარდება, ვიდეოკამერაა დამონტაჟებული. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დავუკავშირდეთ სკოლებს და დავაკვირდეთ მიმდინარე პროცესს“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

გამოსაშვებ გამოცდებს CAT–ის (კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება) პრინციპით დაახლოებით 47 ათასი მოსწავლე ჩააბარებს.

მე–12 კლასელები, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის გარდა, ასევე ჩააბარებენ გამოცდებს გეოგრაფიაში (21 მაისი), უცხო ენებსა და ბიოლოგიაში (22 მაისი), ისტორიასა და ფიზიკაში (23 მაისი), მათემატიკაში (24 მაისი) და ქიმიაში (25 მაისი).

მთავარი თემები