12:34 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
154 0 0

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რატომ უწევთ წლობით თავისი რიგის ლოდინი ოჯახებს, რომლებსაც საქართველოში ბავშვის შვილად აყვანა სურთ.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამო საქართველოში პოტენციურ მშობლებს უწევთ წლობით თავისი რიგის ლოდინი, არის ის, რომ ავადმყოფი ბავშვების შვილად აყვანა არ უნდათ, იუწყება ИА "Новости-Грузия"  ჯანდაცვის სამინისტროს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსზე ეთერ ცხაკაიაზე დაყრდნობით.

საქართველოში დაახლოებით 3,5 ათასს ადამიანს ბავშვის აყვანა სურს. ბევრი ჩივის, რომ  წლობით თავისი რიგის ლოდინი უწევთ. საქმე იმაშია, რომ საქართველოში დაახლოებით 200 ბავშვია, რომლებზეც თავისმა მშობლებმა უარი თქვეს. მათგან უმრავლესობა მძიმე ავადმყოფია ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე. 

„ბავშვის შვილად აყვანა უშვილობასთან ბრძოლის მეთოდი არ არის. წყვილს, რომელიც დგას რიგში, უნდა ესმოდეს, რომ ეს არის შანსი და არა გარანტია, რომ ბავშვის შვილად აყვანას შეძლებენ. სახელმწიფო იმისკენ მიისწრაფვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ბიოლოგიურმა დედამ მიატოვოს თავისი შვილი“,-თქვა ცხაკაიამ.

სახელმწიფოს ზრუნვის წყალობით შემცირდა დედების რაოდენობა, რომლებიც თავის შვილებზე უარს  ამბობენ. მათთან სოცაგენტები მუშაობენ, სთავაზობენ დახმარებას, მათ შორის ბავშვთა და დედათა თავშესაფარს. დედებს უხსნიან, რომ ბავშვს თუ დაშორდებიან, შეიძლება ის ვერასდროს ვერ დაიბრუნონ.

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დედამ თავისი შვილი არ მიატოვოს. სოცმუშაკები იმაზე მუშაობენ, რომ დაეხმარონ დედებს, მოამზადონ, მოაწყონ სამსახურში, რომ მათ თვითონ შეძლონ თავის შვილებზე ზრუნვა“, — ხაზი გაუსვა ცხაკაიამ.

რაც შეეხება შვილად აყვანას, მსურველთა უმრავლესობა ავადმყოფი ბავშვის აყვანაზე უარს აცხადებს. 200 ბავშვიდან, რომელთა შვილად აყვანა დღეს საქართველოში შეიძლება, მხოლოდ 40-ია ჯანმრთელი.

„ბავშვს თუ აქვს სიელმე, რომლის კორექცია შესაძლებელია, ან კურდღლის ტუჩი, საქართველოში არავის არ უნდა მისი აყვანა. ყველას უნდა ჯანმრთელი, ქერა და ცისფერთვალება, მცირე დეფექტის მქონე ბავშვიც კი არ უნდათ“, — ხაზი გაუსვა ცხაკაიამ.

თანაც, პოტენციურ მშობლებს ათ წელზე უფროსი ასაკის ბავშვის აყვანა არ უნდათ.

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მხოლოდ ხუთი ბავშვი აიყვანეს, ისიც იმ ოჯახებმა, რომლებშიც ეს ბავშვები მინდობილობით იმყოფებოდნენ.

ცხაკაიამ მითი უწოდა იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საქართველოში ხშირად უცხოელები იყვანენ. 2009 წლიდან მხოლოდ 15 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

„უცხოელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ ბავშვის აყვანა, თუ საქართველოში რვა თვის განმავლოვაში ბავშვი არ აუყვანიათ“,-განმარტა ცხაკაიამ.

ამ დროს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აკვირდება იმას, თუ როგორ ცხოვრობენ და ვითარდებიან ბავშვები საზღვარგარეთ.

„წელიწადში ერთხელ ისინი (მამობილი და დედობილი) აგზავნიან ფოტოდოკუმენტაციას, რომელიც ბავშვის მდგომარეობას და განვითარებას ასახავს. ისინი უყვებიან ბავშვს საქართველოზე, ახლობლებზე…მათ ამ საკითხისადმი აბსოლიტურად სხვა მიდგომა აქვთ“, — აღნიშნა ცხაკაიამ.

ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში დიდი ბავშვთა სახლები თითქმის მთლიანად ლიკვიდირებულია, ბავშვები კი ოჯახური ტიპის მცირე სახლებში და დროებით ოჯახებში გაანაწილეს. ამჟამად სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ დაახლოებით 1,7 ათასი ბავშვია. ბევრ მათგანს აკითხავენ მშობლები, ამიტომ სხვებს მათი შვილად აყვანა არ შეუძლიათ.

საქართველოში იყო 47 დიდი ბავშვთა სახლი, სადაც 5,2 ათასი ბავშვი ცხოვრობდა. ამჟამად საქართველოში მხოლოდ ორი ბავშვთა სახლი ფუნქციონირებს, ორივე თბილისში მდებარეობს.

„სიღარიბე ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან განშორების მიზეზი არ უნდა გახდეს. ერთადერთი მიზეზი, რომლის გამო შეიძლება ბავშვი ოჯახს დააშორონ, არის ძალადობა“,- ხაზი გაუსვა ცხაკაიამ.

საქართველოში ბავშვის შვილად აყვანის მსურველი წყვილებისათვის ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს, მაგრამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეზღუდვები არის. მათ არ უნდა ჰქონდეთ ინფექციური ან მძიმე დაავადება და არ უნდა ჰქონდეთ მძიმე დანაშაულის გამო ნასამართლეობა. ამავე დროს ბავშვის აღზრდისთვის კარგი პირობები უნდა გააჩნდეთ. ოჯახს შეუძლია რიგში დადგეს, თუ სოცაგენტი დადებით დახასიათებას მისცემს.

კანონით, ბავშვსა და მამობილსა და დედობილს შორის ასაკობრივი სხვაობა 16 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს. დღესდღეისობით სხვა ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს, მაგრამ პარლამენტში უკვე კანონპროექტი შევიდა, რომელიც 50 წელს ზემოდ ადამიანებს 5 წლის ასაკის ქვემოთ ბავშვის აყვანას უკრძალავს.

„ეს კანონპროექტი ბავშვზეა ორიენტირებული“, — განმარტა ცხაკაიამ.

კანონპროექტი ასევე ბავშვის აყვანის მსურველი ადამიანების მომზადებას ითვალისწინებს.

გრძელი რიგების გამო სასოწარკვეთილი მშობლები სხვა გზებს მიმართავენ, მაგალითად პირდაპირ შვილებას. თუ პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, ეს კანონიერი გახდება.

2010 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 200 ბავშვი შვილად აჰყავთ. მათ რიცხვში შედიან გერები, პირდაპირი გზით აყვანილი ბავშვები, ნათესავების მიერ აყვანილი ბავშვები და ასე შემდეგ.

„შვილად აყვანის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იმათზე მოდის, ვინც რიგში დგას“, — აღნიშნა ცხაკაიამ და დაამატა, რომ საქართველოში ბავშვის აყვანის მსურველთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

მთავარი თემები