00:27 07 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
20002

იმისთვის, რომ არასრულწლოვანთა შორის სუიციდი აღიკვეთოს, აუცილებელია პრობლემის სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტა, მიიჩნევს საქართველოს სახალხო დამცველი.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოში არასრულწლოვანთა შორის სუიციდის აღსაკვეთად მექანიზმები არ არსებობს და ამგვარი შემთხვევების გამოძიების ბერკეტები არ არის, აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტში დაიწყო.

ანგარიშის თანახმად, 2015 წელს სუიციდის 400 შემთხვევიდან 13 არასრულწლოვანმა ჩაიდინა.

ამასთან, 2015 წელს სსკ-ის მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა“ აღიძრა 1 948 საქმე, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არ არის მუხლი „არასრულწლოვანის თვითმკვლელობამდე მიყვანა“, შეუძლებელია 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობის დადგენა.

„იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოში ბავშვთა შორის თვითმკვლელობის პრევენციის შესახებ ერთიანი დოკუმენტი არ არის, შეუძლებელია რისკ-ფაქტორების შესწავლა და შესაბამისად, მასთან ბრძოლა", — აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამ პრობლემის გადაწყვეტის გზას ბავშვთა შორის სუიციდის შემთხვევების პრევენციისა და შემცირების კუთხით მოქმედებების სახელმწიფო გეგმის შემუშავებაში ხედავს.

ანგარიშის განხილვა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტმა დაიწყო. ამის შემდეგ ის პარლამენტის პლენარულს სხდომა გავა, სადაც მას ყველა დეპუტატი გაეცნობა.

მთავარი თემები