საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სუიციდის პრევენციის პროგრამას ახორციელებს

© photo: courtesy of Ministry of Defence of Georgiaთავდაცვის აკადემიის კურსანტები
თავდაცვის აკადემიის კურსანტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯარისკაცებისთვის სპორტული ღონისძიებები გაიმართება, აუცილებლობის შემთხვევაში კი მათთვის მყისიერი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აღმოჩენა მოხდება. სამეთაურო რგოლისთვის ასევე იგეგმება სპეციალური სემინარების ციკლი, რომლის მეშვეობითაც სერჟანტ-ოფიცრები სუიციდის პრევენციისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს დახვეწენ.

თბილისი, 2 ოქტომბერი –  Sputnik.  სუიციდის პრევენციისა და სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური ურთიერთმხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქ.ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სერჟანტებს სუიციდის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო ბროშურები დაურიგდათ და პირველი სემინარი ჩაუტარდათ, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახური.

თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის ინიციატივით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სუიციდის პრევენციასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მომზადებულია სპეციალური საინფორმაციო ბროშურა, რომელიც სერჟანტებს და სამეთაურო რგოლს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინონ და სწორი კომუნიკაცია დაამყარონ დახმარების საჭიროების მქონე თანამებრძოლებთან. 

„სამინისტრო ჯარისკაცების ფსიქოლოგიური მხარდაჭერის კუთხით თვისობრივად ახალ მიდგომას ნერგავს.  ამ მიდგომას ჰქვია „მხარი მხარს“. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ჯარისკაცის ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, მათი მაღალი მორალური განწყობა. ვგეგმავთ მთელ რიგ ღონისძიებებს და, სწორედ, ამის შესახებ ვესაუბრეთ სერჟანტებს. ღონისძიებები მოიცავს სპორტულ აქტივობებს, მყისიერ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, ცხელ ხაზს, სემინარებსა და ლექციებს ყველა დონის მეთაურებისთვის, რათა სათანადოდ შეძლონ ჯარისკაცის მორალურ-ფსიქოლოგიური განწყობის ამოცნობა“,- განაცხადა საქართველოს თვდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ.

თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
ხიდაშელი: სამხედრო პირების თვითმკვლელობის მიზეზი ვალები ხდება

ღონისძიებები ძირითადად  სპორტულ აქტივობებსა და მყისიერ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას მოიცავს. 

სამეთაურო რგოლისთვის ასევე იგეგმება სპეციალური სემინარების ციკლი, რომლის მეშვეობითაც სერჟანტ-ოფიცრები სუიციდის პრევენციისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს დახვეწენ. 

სემინარებს თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტი ხელმძღვანელობს.

აღნიშნული პროგრამის ამოქმედება შეიარაღბულ ძალებში სუიციდის ფაქტებმა განაპირობა. „ნორიოს“ სასწავლო ცენტრის მახლობლად 1 სექტემბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის რიგითმა საშტატო იარაღით თავი მოიკლა. მანამდე კი, ივნისში, იგივე ბრიგადის ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს კრწანისი სასწავლო ცენტრის ახლოს მდებარე მიტოვებულ შენობაში. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0