15:00 20 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
სკოლა, გაკვეთილი

იწყება მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირებისათვის სკოლების რეგისტრაცია

© Министерство образование Грузия
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
76 0 0

ტესტირება კომპიუტერული წესით ტარდება და ტესტირებაში სკოლების მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. შეფასებებისა და გამოცდების ეროვნული ცენრტი 3 მაისიდან 16 მაისამდე საქართველოს სკოლებს სთავაზობს რეგისტრაციას მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირებაში მონაწილეობისათვის. 

„ტესტირების მიზანი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა (მე-6 კლასი, მე-9 კლასი) მიღწევების შეფასება და სასწავლო პროცესის მხარდაჭერაა“, — ნათქვამია შეფასებებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში

მოსწავლეთა შეფასების საფუძველზე სკოლებს მიეწოდებათ ინფორმაცია კონკრეტული მოსწავლის და სკოლის მიღწევების შესახებ. 

ტესტირება კომპიუტერულად, 2-დან 9 ივნისის ჩათვლით ჩატარდება შემდეგ საგნებში:

მე-6 კლასი: ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული, როგორც მეორე ენა; მათემატიკა; ინგლისური ენა.

მე-9 კლასი: ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული, როგორც მეორე ენა; მათემატიკა; უცხოური ენა (გერმანული, ინგლისური, ფრანგული ან რუსული); ისტორია; გეოგრაფია; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; ხელოვნება.

საგნები თავის მხრივ დაყოფილია შინაარსობრივ სფეროებად, ე.წ. დომეინებად, რაც საშუალებას იძლევა, შეფასდეს არა მხოლოდ საგნის, არამედ მისი ცალკეული შინაარსობრივი სფეროების სწავლების მხრივ არსებული სურათი.

ტესტირება კომპიუტერული წესით ტარდება და ტესტირებაში სკოლების მონაწილეობა ნებაყოფლობითია. კონკრეტული სკოლის შედეგები ხელმისაწვდომია მხოლოდ ამ სკოლისათვის.

 

მთავარი თემები