საქართველო მსოფლიო საქველმოქმედო მარათონისთვის ემზადება

© Hochuსირბილი
სირბილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარათონში გამარჯვებულები Wings for life world run 2017–ში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველო წელს მესამედ შეუერთდება მსოფლიო საქველმოქმედო მარათონს INGS FOR LIFE WORLD RUN. რეგისტრაცია მიმდინარეობს,  იუწყებიან ორგანიზატორები.

მასშტაბური გარბენი 8 მაისს გაიმართება კახეთში. სასტარტო პუნქტი ლოპოტას ტბის ჩასახვევთან, თელავი–ყვარლის გზატკეცილის მე-10 კილომეტრზეა. დასაწყისი 15:00 საათზე. მარშრუტი შეგიძლიათ იხილოთ მარათონის ოფიციალურ საიტზე.

ღონისძიებაში მონაწილეობა ფასიანია, შეგროვილი თანხა ზურგის ტვინის ტრავმების შესწავლის ფონდში გადაირიცხება. გასულ წელს საქართველოში 100 ათასი ლარი შეგროვდა.
WINGS FOR LIFE WORLD RUN 2016–ზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 2016 წლის 4 მაისის 12:00 საათია.

დავით ხარაზიშვილი - Sputnik საქართველო
დავით ხარაზიშვილის შემოდგომის მარათონი

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, გარბენში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობის პირებსაც. მარათონის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 5 ათასი ადამიანია.

მსოფლიო საქველმოქმედო მარათონის უნიკალურობა ისაა, რომ მასში არც საფინიშო ხაზია და არც დროით შეზღუდვა.

არის მხოლოდ ერთი წესი: მორბენალს არ უნდა წამოეწიოს სპეციალური „საფინიშო მანქანა“, რომელიც დისტანციაზე სტარტის გამოცხადებიდან 30 წუთის შემდეგ გავა და 15–25 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს.

მონაწილე, რომელსაც „საფინიშო მანქანა“ დაეწევა, წყვეტს სირბილს და მას საწყის წერტილზე სპეციალური ავტობუსით დააბრუნებენ.

ყოველ მეხუთე კილომეტრზე განთავსებული იქნება წყლის, ენერგეტიკული სასმელებისა და ხილის პუნქტები. სტარტსა და მარათონის მთელ მარშრუტზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები. თუ მონაწილეს რაიმე სახის დაავადება ან ალერგია აქვს, წინასწარ უნდა აცნობოს მარათონის ორგანიზატორებს.

გამოვლინდება ორი გამარჯვებული — ქალი და მამაკაცი — ისინი, ვისაც სულ ბოლოს წამოეწევა „საფინიშო მანქანა“. სწორედ მათ მიეცემათ WINGS FOR LIFE WORLD RUN 2017–ში მონაწილეობის უფლება პლანეტის ნებისმიერ წერტილში.

მარათონის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სასაჩუქრე ნაკრები. მარათონის დღეს ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები და კონცერტები.

ყველა ახალი ამბავი
0