18:44 12 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2028
  • 100 RUB4.5482
  • USD2.8896
სტუდენტური პროტესტი

პრემიერი სტუდენტებთან შესახვედრად მივიდა, თუმცა შენობაში შესვლას ვერ ახერხებს

© photo: Sputnik / Ruhkyan
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
83 0 0

„აუდიტორია 115–ის“ წევრები, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტის მე–6 კორპუსში არიან გამაგრებულები, პრემიერთან შეხვედრას განათლების სისტემაში რეფორმების გატარების მიზნით მოითხოვენ.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქციები არ წყდება. „აუდიტორია 115–ის“ წევრები უკვე მეორე დღეა მე–6 კორპუსში არიან გამაგრებულები და განათლების სისტემაში რეფორმას, ეგრეთ წოდებული, ოდეერებისა და თვითმმართველობის ინსტიტუტის გაუქმებას მოითხოვენ, რისთვისაც პრემიერ–მინისტრთან შეხვედრა სურთ, იუწყება ტელეკომპანია "იმედი".

„უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი სრულად აქვთ ბლოკირებული სტუდენტებს. ისინი ამბობენ, რომ არ აპირებენ შენობის დატოვებას და სასწავლო პროცესი ხვალ არ განახლდება“, — ნათქვამია „იმედის“ სიუჟეტში. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სტუდენტებს კორპუსში შესასვლელი კარი სხვადასხვა ავეჯით აქვთ ჩახერგილი და არ გამორიცხავენ, რომ კვირიკაშვილის უარის შემთხვევაში სხვა კორპუსების ბლოკირებაც მოახდინონ.

ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს მხარს უჭერენ ქვეყნის სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც. აქციაზე მისულები არიან „ილიას უნივერსიტეტის“, „თავისუფალი უნივერსიტეტის“, ბათუმის უნივერსიტეტისა სტუდენტები, რომლებიც აცხადებენ, რომ განათლების სისტემაში რეფორმებს მხოლოდ თსუ არ მოითხოვს, ვინაიდან ეს ყველა უნივერსიტეტის პრობლემაა.

„არ აღდგება მეექვსე კორპუსში სასწავლო პროცესი იქამდე, სანამ არ გამოიჩენს პრემიერ–მინისტრი ნებას, რომ ისაუბროს ჩვენთან ერთად და აღიაროს პრობლემები განათლების სისტემასთან დაკავშირებით“, — განაცხადა „იმედის“ ეთერში თსუ–ს სტუდენტმა გიორგი ჯოხაძემ.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ დროისათვის ცნობილი გახდა, რომ პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკვე მივიდა სტუდენტებთან შესახვედრად, თუმცა შენობაში შესვლას ვერ ახერხებს, ვინაიდან კარი შიგნიდანაა ბლოკირებული,  

მთავარი თემები