თბილისი, 21 მარტი — Sputnik. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე (ბარათაშვილის ხიდის ქვეშ) მოძრაობა ერთი კვირით შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერიის პრეს-სამსახური.
„უნდა დადაბლდეს ასფალტის არსებული საფარის დონე, რათა გაიზარდოს სიმაღლე ხიდსა და საავტომობილო გზას შორის და მაღალი ტვირთამწეობის მანქანებმა აღარ დააზიანონ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია“, — ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების მეორე ეტაპზე ხიდის ქვეშ არსებული ქვეითთა გადასასვლელიც ეწყობა.
ბარათაშვილის ხიდი მე–20 საუკუნის 60–იან წლებშია აგებული და მას შემდეგ პირველად შარშან დაიწყო მისი რემონტი.

