დედაქალაქში ბარათაშვილის ხიდზე ორმხრივი მოძრაობა აღსდგა

© Мэрия Тбилисиბარათაშვილის ხიდი
ბარათაშვილის ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის, დასრულებულია სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი: საკომუნიკაციო ქსელის გადატანა, მოაჯირების მონტაჟი ხიდის ქვეშ მდებარე საფეხმავლო ბილიკზე, ასფალტის საფარისა და ფილების დაგება.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, კერძოდ, 30 აპრილის ნაცვლად 14 მარტს დასრულდა, შესაბამისად, ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად არის აღდგენილი, იტყობინება თბილისის მერია

ინფორმაციის თანახმად, ამ დროისათვის, დასრულებულია სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი: საკომუნიკაციო ქსელის გადატანა, მოაჯირების მონტაჟი ხიდის ქვეშ მდებარე საფეხმავლო ბილიკზე, ასფალტის საფარისა და ფილების დაგება. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდის სავალ ნაწილს, მოეწყო ჰიდროიზოლაცია, ასფალტის ახალი საფარი საავტომობილო გზაზე და ბორდიურებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს ხიდის ქვეშ არსებულ საფეხმავლო გადასასვლელებზე. 

© photo: courtesy of Tbilisi City Hallბარათაშვილის ხიდი
ბარათაშვილის ხიდი - Sputnik საქართველო
ბარათაშვილის ხიდი

ბარათაშვილის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "ენ სი სი" აწარმოებს და თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ხიდის რეაბილიტაციისთვის, ჯამში 1,970,000 ლარი დაიხარჯება. 

ბარათაშვილის ხიდის კვლევა-გამოცდა 2013 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულმა ხიდსაცდელმა ცენტრმა ჩაატარა. ნაგებობის გამოცდის შემდეგ მომზადებული დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია (ბურჯები და მალის ნაშენი) კარგ მდგომარეობაში იყო, შესაცვლელი აღმოჩნდა ნაგებობის სავალი ნაწილი, ჰიდროიზოლაცია, ბორდიურები და მიწისქვეშა გადასასვლელები.

© თბილისის მერიაბარათაშვილის ხიდი
ბარათაშვილის ხიდი - Sputnik საქართველო
ბარათაშვილის ხიდი

 ბარათაშვილის ხიდი მე-20 საუკუნის 60–ან წლებში აშენდა. ნაგებობამ მანამდე არსებული რკინის კონსტრუქცია ჩაანაცვლა. აშენების შემდეგ, მისი რეაბილიტაცია პირველად ხორციელდება.


ყველა ახალი ამბავი
0