12:46 14 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4673
  • 100 RUB4.3180
  • USD3.0614
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოში H1N1ვირუსი ვრცელდება (17)
2701

ყველა შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა იყო და მიუხედავად იმისა, რომ გრიპით დაავადების ტემპი შემცირდა, ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ და ურჩევენ დაავადების პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, სამკურნალო დაწესებულებას მიმართონ.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოში გრიპის ვირუსით  კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, — იტყობინება ტელეკომპანია "რუსთავი 2". გარდაცვალების მიზეზი  H1N1-ს შტამი გახდა. ეს გრიპის ვირუსით გარდაცვლილი უკვე მერვე ადამიანია ამ სეზონზე. აქედან 7 H1N1-ის, 1 კი H3N2 გრიპის ვირუსის შტამით გარდაიცვალა.

"მესამე კვირასთან შედარებით, მეოთხე კვირაში გვაქვს ავადობის ტემპის შემცირება, თუმცა უკვე მერვე შემთხვევა გვაქვს ამ ვირუსით გარდაცვალების, ამიტომ ჩემი უმორჩილესი თხოვნაა ექიმებისადმი, რომ გრიპის პირველივე სიმპტომების გამოჩენისთანავე მივმართოთ ოჯახის ექიმს", —  განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით 1 თებერვლისათვის ე.წ. „ღორის გრიპის“ (ვირუსი H1N1)  179 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 7 — H3N2 ვირუსის.

უკვე მეოთხე კვირაა გრიპის ვირუსის გამო საქართველოში კლინიკების ნაწილი სადღეღამისო მუშაობის რეჟიმზე არიან გადასულნი. დაავადებათა კონტროლის ცენტრი აღნიშნავს, რომ ეპიდემიის საფრთხე არ არის, რადგან საქართველოსათვის ეპიდემიოლოგიური ზღვარი 100 ათას მცხოვრებზე 500 ავადმყოფია, ამჟამად კი ეს რიცხვი 357-ს არ აღემატება.

გრიპის ვირუსის გამო გასულ კვირას კარანტინი იყო გამოცხადებული საქართველოს 180 სკოლაში. სასწავლო პროცესი 1 თებერვალს აღდგა. 


თემები:
საქართველოში H1N1ვირუსი ვრცელდება (17)

თემაზე

გრიპის გამო საქართველოში კიდევ 15 სკოლა დაიხურა
საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა გრიპის 160 შემთხვევა
ექსპერტი: „გრიპის შემდგომ გართულებებს ხელს დაბინძურებული ჰაერიც უწყობს“

მთავარი თემები