ინფექციონისტმა გრიპის გამო სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი დაასახელა

© beauty.at-its.comექიმთან მიღებაზე
ექიმთან მიღებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანტივირუსული პრეპარატები ყველაზე კარგად პირველი 2-3 დღისა განმავლობაში მუშაობენ, შემდეგ მათი ეფექტურობა მცირდება,- განაცხადა მოსკოვის ინფექციური დაავადებების მთავარმა სპეციალისტმა ნიკოლაი მალიშევმა.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. „ღორის გრიპით“ დაღუპულთა სიკვდილიანობის დონე, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ინფექციის დროს, ექიმთან დაგვიანებულ მიმართვასთან არის დაკავშირებული,  - განაცხადა მოსკოვის ინფექციური დაავადებების მთავარმა სპეციალისტმა ნიკოლაი მალიშევმა საერთაშორისო საინფორმაცია სააგენტო "Россия сегодня" —ში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

„ყველაზე მთავარი მიზეზი — ექიმთან დაგვიანებული მიმართვაა, რადგან ყველა ჩვენი მედიკამენტები ანტივირუსულია და ისინი ყველაზე კარგად პირველი 2-3 დღისა განმავლობაში მუშაობენ, შემდეგ მათი ეფექტურობა მცირდება“, —  ასე უპასუხა მალიშევმა კითხვაზე თუ რომელ ფაქტორს აქვს ყველაზე დიდი გავლენა „ღორის გრიპით“ სიკვდილიანობაზე. 

მედიკამენტები - Sputnik საქართველო
H1N1-ის ტიპის გრიპი: სპეციალისტების რეკომენდაციები

„ღორის გრიპი“ მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც გრიპის პანდემიური ვირუსი А(H1N1) pdm09 იწვევს. ის ღორისგან და ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა. ვირუსი 1930 წელს რიჩარდ შოუპმა (აშშ) აღმოაჩინა. „ღორის გრიპი“ გადაეცემა როგორც დაინფიცირებულ ორგანიზმთან უშუალოდ კონტაქტით, ისე ჰაერ-წვეთოვანი გზით.

გრიპის ამ ვირუსის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ მაღალია ლეტალურობის დონე შრომისუნარიანი ასაკის ადამიანებში, ფეხმძიმე ქალებში, დიაბეტით, სიმსუქნით  და სხვა ქრონიკულ სომატური დაავადებების მქონე პირებში. 


ყველა ახალი ამბავი
0