03:56 10 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2606
  • 100 RUB4.6194
  • USD2.9446
ვირუსი

საქართველოში H1N1 ვირუსით ადამიანი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Ygor Zarembo
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოში H1N1ვირუსი ვრცელდება (17)
12001

ამჟამად სამედიცინო დაწესებულებებს H1N1-ის ვირუსით 240-მა ადამიანმა უკვე მიმართა. ვირუსისთვის დამახასიათებელია მაღალი სიცხე, თავის, ყელისა და სახსრების ტკივილი. სპეციალისტები საზოგადოებას ჰიგიენური ნორმების დაცვას ურჩევენ.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება ქართული მედია.

H1N1-ის ვირუსის გართულებული ფორმით 39 წლის მამაკაცი თბილისში დასავლეთ საქართველოდან გადმოიყვანეს. დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ვირუსების მატებას თებერვლის თვეში ელოდებიან. ამ ეტაპისთვის სამედიცინო დაწესებულებებს H1N1-ის ვირუსით 240-მა ადამიანმა მიმართა, რომელთაგანაც 37 შემთხვევაში დადასტურდა ვირუსის არსებობა.

„წინა კვირაში გარდაცვალების ერთი შემთხვევა იყო, პაციენტი დასავლეთ საქართველოდან იყო და თბილისში გადმოყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ავადობა არის 240 შემთხვევა, 100 ათას მოსახლეზე, მათ შორის იშვიათად, მაგრამ არის მძიმე შემთხვევები. თებერლვალში ალბათ უფრო მეტი შემთხვევა იქნება მაგრამ ეპიდემიის ზღვარი არის 500 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე და ამ ზღვარიდან ჯერჯერობით შორს ვართ,“ — აღნიშნა  დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ვირუსისთვის დამახასიათებელია მაღალი სიცხე, თავის, ყელისა და სახსრების ტკივილი. სპეციალისტები საზოგადოებას ვირუსის თავიდან აცილების მიზნით, ჰიგიენური ნორმების დაცვას ურჩევენ. 



თემები:
საქართველოში H1N1ვირუსი ვრცელდება (17)

მთავარი თემები