16:32 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საბაგირო გზა კოხტას მთაზე

ბაკურიანში კოხტა გორაზე ახალი ტიპის საბაგირო ამოქმედდა

https://www.facebook.com/economypr
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
25601

სახელმწიფო ინვესტიცია კოხტა-მიტარბის და სხვა ზამთრის სახეობების სპორტის განვითარების ინფრასტრუქტურისთვის დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო კერძო ინვესტიცია, რომელსაც კომპანია GRDC გამოყოფს - 100 მილიონ ლარს.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. 8-წლიანი პაუზის შემდეგ, ბაკურიანში, კოხტის საბაგირო პირველად ამოქმედდა. კოხტის ტრასის საერთო სიგრძე 3 კილომეტრი და 100 მეტრია. ეს არის ამიერკავკასიაში უნიკალური საბაგირო შუალედური სადგურით, რაც საშუალებას აძლევს პროფესიონალ მოთხილამურეებს ისრიალონ ზედა, ხოლო დამწყებ  მოთხილამურეებს ქვედა სასრიალო ტრასაზე. 

კოხტის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის  კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა,. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებიც ბაკურიანში სასტუმროებისა და სხვა სახის ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას გეგმავენ, გიორგი კვირიკაშვილსა და მთავრობის სხვა წევრებს თავიანთი პროექტები გააცნეს. 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბაკურიანში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა კოხტას საბაგიროს აშენებით არ დასრულდება. მისი თქმით, კოხტის მთა მომავალ წელს საბაგირო გზით კურორტ მიტარბის დაუკავშირდება. წინამოსამზადებელი სამუშაოები მიტარბიში უკვე დაწყებულია. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, კოხტა-მიტარბის საბაგიროს მშენებლობის პროექტი ხორციელდება საჯარო-კერძო პარტნიორობის პრინციპით, რომელიც საქართველოს ისტორიაში დღემდე არსებულ მსგავს პროექტებთან შედარებით ყველაზე მასშტაბურია. 

სახელმწიფო ინვესტიცია კოხტა-მიტარბის და სხვა ზამთრის სახეობების სპორტის განვითარების ინფრასტრუქტურისთვის  დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო კერძო ინვესტიცია, რომელსაც  კომპანია GRDC გამოყოფს — 100 მილიონ ლარს. საინვესტიციო კომპანია  GRDC  2016 წლიდან კოხტის მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებს  500 საწოლზე გათვლილ  ოთხვარსკვლავიან სასტუმროსა და 2000 ლოგინზე გათვლილ აპარტ-ოტელს. მიტარბის საბაგიროს მშენებლობა  2016 წლის ბოლოს დასრულდება.

 მსოფლიოში ლიდერი კვლევითი ორგანიზაცია Ernst & Young-ის მიერ 2015 წლის ნოემბერში ჩატარებული საქართველოს სათხილამურო კურორტების ბაზრის კვლევის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, მათ შორის ზაფხულის სეზონზე ტურისტული ნაკადი შესაძლებელია რამდენჯერმე გაიზარდოს, ხოლო ტურისტების მიერ საქართველოში დახარჯულმა თანხამ 300 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბოს.

ბაკურიანში გიორგი კვირიკაშვილმა და მთავრობის სხვა წევრებმა, ვიზიტის დასასრულს, დააჯილდოვეს სამთო-სათხილამურო სპორტში საქართველოს თასის პირველი ეტაპის გამარჯვებულები. 


მთავარი თემები