ბაკურიანში მრავალფუნქციური გამაჯანსაღებელი კომპლექსი აშენდება

© photo: Sputnik / Roman Denisov / გადასვლა მედიაბანკშიბაკურიანი
ბაკურიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინვესტიცია რამდენიმე მილიონ დოლარს მოიცავს და ის ეტაპობრივად განხორციელდება. პირველი ეტაპი აკვა-პარკის მშენებლობას ითვალისწინებს. მისი სამშენებლო სამუშაოები უკვე გაზაფხულზე დაიწყება, მომავალი ზამთრის სეზონზე კი ვიზიტორებს უკვე შეეძლებათ აკვა-პარკით სარგებლობა.

თბილისი, 17  სექტემბერი — Sputnik. ბაკურიანში  დიდველზე მრავალფუნქციური გამაჯანსაღებელი კომპლექსი აშენდება, რომელშიც გაერთიანდება აკვა-პარკი, ველნესცენტრი და ფიტნესცენტრი, იტყობინება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.  უწყების ინფორმაციით, შეთანხმება შედგა ინვესტორთან და გაკეთდება აღნიშნული მიწის ნაკვეთის განერალური განაშენიანების გეგმა, რომელიც შემდეგში საინვესტიციო ხელშეკრულებას დაერთვება.

 „აკვა-პარკის მშენებლობის შესახებ შეთანხმება უკვე შედგა და ის ბაკურიანს მთელი წლის განმავლობაში მოემსახურება. აკვა-პარკი პირველ ეტაპზე ერთდროულად მიიღებს 500-600 ადამიანს, თუმცა, როგორც ინვესტორმა აღნიშნა, ბაკურიანის ბუნება და ლანდშაფტი უნიკალურია სპორტსმენებისთვის და არამარტო აკვა-პარკის, არამედ სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის საშუალებასაც იძლევა — გასართობ-დასასვენებელი, სავაჭრო და საბავშვო ცენტრების, ასევე სასტუმრო კომპლექსის, საკონფერენციო დარბაზების, ფიტნესის სპეცდარბაზების და ა.შ“, —ნათქვამია ინფორმაციაში.

 ინვესტიცია რამდენიმე მილიონ დოლარს მოიცავს და ის ეტაპობრივად განხორციელდება.  პირველი ეტაპი აკვა-პარკის მშენებლობას ითვალისწინებს. მისი სამშენებლო სამუშაოები უკვე გაზაფხულზე დაიწყება, მომავალი ზამთრის სეზონზე კი ვიზიტორებს უკვე შეეძლებათ აკვა-პარკით სარგებლობა. 


ყველა ახალი ამბავი
0