15:07 20 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ქართული ღვინო

რუსმა ტურისტებმა ქართულ სამზარეულოს მოფლიოში მეორე ადგილი მიანიჭეს

личный архив Дениса Шведова и Александры Розовской
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
14401

ქართულმა ეროვნულმა სამზარეულომ რესპონდენტთა 14% მოხიბლა. გამოკითხულ რუს მოგზაურებს უყვართ ქართული კერძები მათი უბრალოებისა და ნატურალური ინგრედიენტების გამო. განსაკუთრებით გამოყოფენ ხორცისა და ბოსტნეულის კერძებს.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. რუსი ტურისტების აზრით, საქართველო მეორე ადგილზეა ყველაზე გემრიელი კერძების მიხედვით, — იუწყება მოგზაურთა ონლაინ-სააგენტო Tripsta.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მოგზაურობის უმსხვილესი ონლაინ-სააგენტოს ექსპერტებმა რუსი ტურისტები გამოკითხეს და დაადგინეს, რომელ ქვეყანაშია მათი აზრით ყველაზე გემრიელი სამზარეულო და რომელშია საჭირო სიფრთხილე რესტორნებისა და კერძების შერჩევისას. 

პირველი პოზიცია იტალიამ დაიკავა — რუსეთის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი, ყველა დანარჩენს, იტალიურ სამზარეულოს ამჯობინებს. ტურისტებს მოსწონთ მუდმივად ახალი პროდუქტები, დიდი ულუფები და მისაღები ფასები. 

„ქართულმა ეროვნულმა სამზარეულომ რესპონდენტთა 14% მოხიბლა. გამოკითხულ რუს მოგზაურებს უყვართ ქართული კერძები მათი უბრალოებისა და ნატურალური ინგრედიენტების გამო. განსაკუთრებით გამოყოფენ ხორცისა და ბოსტნეულის კერძებს“, — ნათქვამია Tripsta-ს განცხადებაში. 

რუს ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს ესპანური სამზარეულოც, რომელმაც გამოკითხულთა ხმების 11% მოაგროვა და მესამე ადგილზე გავიდა. რუსებს ესპანური სამზარეულოდან ზღვის პროდუქტების კერძები მოსწონთ. 

ფრანგული ნაციონალური სამზარეულო რუსი ტურისტების 9%-ის მოწონებით სარგებლობს, თუმცა, რესპონდენტებს არ აკმაყოფილებთ პატარა ულუფები და კერძების მაღალი ფასები. 

გერმანიის, მექსიკისა და სკანდინავიის ქვეყნების სამზარეულოები რუს ტურისტებს მეტნაკლებად მოსწონთ. 

გამოკითხვისას რესპონდენტთა 25%-მა ეგვიპტეში, თურქეთში, ტაილანდში, ინდოეთსა და რუსეთში საკვებით მოწამვლის თაობაზე ისაუბრა. თურქეთი ფუდტურიზმისთვის მეტნაკლებად მისაღებ ქვეყანათა ჩამონათვალში აღმოჩნდა. ამის მიზეზად დასახელდა კერძების ერთგვაროვნება და ასევე მათი ხშირი უხარისხობა. 

ამერიკული კერძები არ მოსწონს გამოკითხულთა 10%-ს. რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ ქვეყანაში არ არსებობს ავთენტური ნაციონალური სამზარეულო, ამიტომ ტურისტებს ფასტფუდებსა და სხვა ქვეყნებიდან ნასესხებ კერძებს სთავაზობენ. 

ჩინეთი და ინდოეთი ერთნაირად არამიმზიდველია რუსი ტურისტებისთვის კერძების მხრივ. კერძოდ, ტურისტებს არ მოსწონთ ზედმეტი ეგზოტიკურობა და ჭარბი სანელებლები კერძებში, მათი სპეციფიკური სუნი და რძის პროდუქტების არარსებობა. 

არც ბრიტანული სამზარეულო სარგებლობს პოპულარობით. ტურისტების 70%-ს ის უგემური, ერთგვაროვანი და ამასთან, ძალზე ძვირი ეჩვენება. 

გამოკითხვიდან გაირკვა, რომ რუსი ტურისტები ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევენ პროდუქტების სიახლეს, უბრალოებას და მათ  თავსებადობას, უყვართ სანელებლების ზომიერი რაოდენობა და გაურბიან ზედმეტად კალორიულ საკვებს. 

 


მთავარი თემები