09:27 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (932)
35 0 0

გარიგების თანახმად, აშშ იტოვებს უფლებას, დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს სანქციებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაზსადენს გეოპოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს.

თბილისი, 22 ივლისი − Sputnik. ვაშინგტონისა და ბერლინის გარიგება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებით არის კომპრომისი, რომლითაც უკრაინის მეშვეობით რუსეთზე ზეწოლა შენარჩუნდება, განუცხადა სააგენტო РИА Новости-ს სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრმა სერგეი ჟელეზნიაკმა.

„ვაშინგტონისა და ბერლინის შეთანხმება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებით − ეს გერმანიის წარმავალი კანცლერის [ანგელა] მერკელისა და პრეზიდენტ ბაიდენის კომპრომისია, რომელშიც უკრაინა რუსეთზე ზეწოლის ბერკეტად გვევლინება“, − განაცხადა მან.

რუსი პოლიტიკოსის თქმით, აშშ, ერთი მხრივ, უკიდურესად უკმაყოფილოა გაზსადენის პროექტის დასრულების გარდაუვალობით, მეორე მხრივ კი სურს, შეინარჩუნოს ევროპაში ვითარების კონტროლის გზა, განსაკუთრებით, თუ ეს რუსეთთან ურთიერთობებს ეხება.

ჟელეზნიაკის განმარტებით, გერმანიას აუცილებლად ესაჭიროება პროექტის ბოლომდე დასრულება და ხარისხიანი რუსული გაზის მიღება − ეს ანგელა მერკელისთვის პრინციპის საქმეა და ასევე მნიშვნელოვანი წერტილი, რომლის დასმაც სურს მას კანცლერის კარიერის დასრულების წინ.

„ამასთან აშშ-სა და გერმანიას შორის გარიგებას არაფერი აქვს საერთო არც ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან, არც უკრაინის მოქალაქეების ინტერესებთან, მიუხედავად იმ განსაკუთრებული პუნქტისა, რომელიც უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შენარჩუნებას ეხება“, − აღნიშნა დუმის წევრმა.

მისი აზრით, აღნიშნული შეთანხმება მთლიანობაში დარტყმას არ აყენებს რუსულ პროექტს, თუმცა მისი რიგი პირობები შეიძლება რუსეთზე ზეწოლის ბერკეტად იყოს გამოყენებული. ამასთან პოლიტიკოსისთვის გაუგებარია, როგორ აპირებს გერმანია უკრაინის გავლით ტრანზიტის 2034 წლამდე შენარჩუნებას.

მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-თან გარიგების ტექსტი, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის რეალიზაციას ეხება. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ვაშინგტონის დასკვნით, სანქციები ვერ შეაჩერებს პრაქტიკულად დასრულებული გაზსადენის მშენებლობას, თუმცა შეერთებულმა შტატებმა დაიტოვა უფლება, მიიღოს შესაბამისი ზომები იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლებს გეოპოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს ევროპის წინააღმდეგ და ასევე „უკრაინის მიმართ აგრესიის შემთხვევაში“. ამასთან გერმანიაც ვალდებული იქნება, სწრაფად იმოქმედოს და ეფექტური ზომები გაატაროს ევროკავშირის დონეზე.

მანამდე რუსულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კომერციული პროექტია და პოლიტიკური მოტივაცია არ გააჩნია.

თემები:
რუსეთი დღეს (932)

მთავარი თემები