„МАКС-2021 თავის საერთაშორისო სტატუსს პასუხობს“ – პუტინი

© photo: Sputnik / Alexey Maishev / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი МАКС-2021-ის გახსნაზე
ვლადიმირ პუტინი МАКС-2021-ის გახსნაზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
გამოწერა
საერთაშორისო საავიაციო-კოსმოსური სალონი МАКС-2021 სამშაბათს გაიხსნა პოდმოსკოვიეს ჟუკოვსკში და ექვს დღეს გასტანს.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო ავიაკოსმოსური სალონი (МАКС) სრულად პასუხობს საერთაშორისო სტატუსს, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სალონის გახსნის ცერემონიაზე.
МАКС-2021-ის გახსნა - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
საიუბილეო მე-15: რუსეთში ავიასალონი МАКС-2021 გაიხსნა
საერთაშორისო საავიაციო-კოსმოსური სალონი МАКС-2021 სამშაბათს გაიხსნა პოდმოსკოვიეს ჟუკოვსკში და ექვს დღეს გასტანს.
რუსეთის ლიდერის თქმით, ავიასალონის მოედნებზე მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 250 კომპანია მუშაობს.
„თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტური ტექნიკის წარმოება რუსეთს საშუალებას მისცემს, განიმტკიცოს ლიდერის პოზიციები ავიაკოსმოსურ დარგში“, — განაცხადა პუტინმა.
ის დარწმუნებულია, რომ რუსული წარმოების ტექნიკა სამამულო ავიაკომპანიებს ფრენებზე მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და მსოფლიო ბაზარზე ღირსეული ადგილის დაკავებაში დაეხმარება.
პუტინის თქმით, რუსეთს შეუძლია პარტნიორებს ბევრი რამ შესთავაზოს ახალი პროექტებისა და ფუნდამენტური კვლევების სფეროში.
„ის, რასაც დღეს ვხედავთ ჟუკოვსკში, ხილულად წარმოაჩენს, რომ რუსულ ავიაციას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი ავიამშენებლობა კი განაგრძობს ახალი კონკურენტუნარიანი საავიაციო ტექნიკის შექმნას“, — აღნიშნა პუტინმა.
ავიასალონი МАКС - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
МАКС-2021: „როსტექმა“ უახლესი სამხედრო თვითმფრინავის ფოტო გამოაქვეყნა
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, დარგის მომავალი — უპილოტო საფრენი აპარატები, რობოტიზებული კომპლექსები, ავიაციაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაა, და ეს ყველაფერი ფართოდაა წარმოდგენილი ჟუკოვსკში.
ამასთან ქვეყნის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ცდილობს ავიაკოსმოსურ დარგში ახალგაზრდა და პერსპექტიული პროფესიონალები ჩართოს. შესაბამისად, МАКС-2021-ზე კონკურსის „კადრები ციფრული მრეწველობისთვის“ ერთ-ერთი ეტაპიც ტარდება.
ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი გახსნილია ავიაციისა და კოსმონავტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
„ფრენების უსაფრთხოების ზრდა, გარემოზე ავიაციის მავნე გავლენის შემცირება, არამიწიერი სივრცის შესწავლა — ეს ის სფეროებია, რომლებშიც სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, კონსტრუქტორები და სხვა სპეციალისტები უნდა გაერთიანდნენ ახალი გარღვევების მისაღწევად“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი აპირებს გააღრმავოს თანამშრომლობა ყაზახეთთან და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სხვა ქვეყნებთან ავიამშენებლობის დარგში.
ყველა ახალი ამბავი
0