https://sputnik-georgia.com/20210720/ruseTSi-MAKS-2021-gaixsna-252371887.html
საიუბილეო მე-15: რუსეთში ავიასალონი МАКС-2021 გაიხსნა
საიუბილეო მე-15: რუსეთში ავიასალონი МАКС-2021 გაიხსნა
Sputnik საქართველო
ავიასალონზე მეხუთე თაობის, „პრინციპულად ახალი“, ერთძრავიანი მსუბუქი გამანადგურებელი იქნება წარმოდგენილი. 20.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-20T15:40+0400
2021-07-20T15:40+0400
2021-08-28T13:18+0400
რუსეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252371848_0:68:3072:1806_1920x0_80_0_0_13c3336116a8042a3ce4a02421a85e78.jpg
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. მოსკოვთან ახლოს მდებარე ქალაქ ჟუკოვსკში დღეს საიუბილეო, მე-15 ავიასალონი МАКС გაიხსნა, იუწყება РИА Новости.გავრცელებული ინფორმაციით, ავიასალონის გახსნის ცერემონიაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც მონაწილეობდა. ის სამამულო ავიატექნიკის მოწინავე ნიმუშებს დაათვალიერებს.ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თვითმფრინავი, რომელსაც ქვეყნის ლიდერს აჩვენებენ, ეს „პრინციპულად ახალი“ ერთძრავიანი მსუბუქი გამანადგურებელია. ჟურნალისტებმა მას ჯერ კიდევ ოფიციალურ პრეზენტაციამდე უწოდეს ამერიკული F-35-ის სერიოზული კონკურენტი.ახალი თვითმფრინავის გარშემო აჟიოტაჟი მას შემდეგ ატყდა, რაც „როსტექმა“ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე რამდენიმე ვიდეორგოლი განათავსა, რომლებზეც გამანადგურებლის მხოლოდ კონტურები იყო ნაჩვენები.როგორც ავიაციის რუსი ექსპერტი ოლეგ პანტელეევი ამბობს, МАКС-2021-ზე თვითმფრინავის დემონსტრაციამ „ბომბის აფეთქების ეფექტი“ უნდა მოახდინოს. სიახლეს მსოფლიოს 65 ქვეყნიდან რუსეთში ჩასული დელეგაციებიც იხილავს.გარდა ამისა, ავიასალონზე წარმოდგენილი იქნება ახალი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-112В, რომლის დანიშნულებაც პირადი შემადგენლობის დესანტირება, შეიარაღების, მსუბუქი სამხედრო ტექნიკისა და სხვა ტვირთების ტრანსპორტირება იქნება.ავიასალონზე ფართოდაა გამოფენილი სამოქალაქო ავიაციაც.
https://sputnik-georgia.com/20210716/MAKS-2021-uaxlesi-samxedro-TviTmfrinavis-foto-252337238.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252371848_0:0:3072:1930_1920x0_80_0_0_968fb6d02c78a10640487476317315e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ახალი ამბები
საიუბილეო მე-15: რუსეთში ავიასალონი МАКС-2021 გაიხსნა
15:40 20.07.2021 (განახლებულია: 13:18 28.08.2021) ავიასალონზე მეხუთე თაობის, „პრინციპულად ახალი“, ერთძრავიანი მსუბუქი გამანადგურებელი იქნება წარმოდგენილი.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. მოსკოვთან ახლოს მდებარე ქალაქ ჟუკოვსკში დღეს საიუბილეო, მე-15 ავიასალონი МАКС გაიხსნა, იუწყება
РИА Новости. გავრცელებული ინფორმაციით, ავიასალონის გახსნის ცერემონიაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც მონაწილეობდა. ის სამამულო ავიატექნიკის მოწინავე ნიმუშებს დაათვალიერებს.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თვითმფრინავი, რომელსაც ქვეყნის ლიდერს აჩვენებენ, ეს „პრინციპულად ახალი“ ერთძრავიანი მსუბუქი გამანადგურებელია. ჟურნალისტებმა მას ჯერ კიდევ ოფიციალურ პრეზენტაციამდე უწოდეს ამერიკული F-35-ის სერიოზული კონკურენტი.
ახალი თვითმფრინავის გარშემო აჟიოტაჟი მას შემდეგ ატყდა, რაც „როსტექმა“ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე რამდენიმე ვიდეორგოლი განათავსა, რომლებზეც გამანადგურებლის მხოლოდ კონტურები იყო ნაჩვენები.
როგორც ავიაციის რუსი ექსპერტი ოლეგ პანტელეევი ამბობს, МАКС-2021-ზე თვითმფრინავის დემონსტრაციამ „ბომბის აფეთქების ეფექტი“ უნდა მოახდინოს. სიახლეს მსოფლიოს 65 ქვეყნიდან რუსეთში ჩასული დელეგაციებიც იხილავს.
გარდა ამისა, ავიასალონზე წარმოდგენილი იქნება ახალი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-112В, რომლის დანიშნულებაც პირადი შემადგენლობის დესანტირება, შეიარაღების, მსუბუქი სამხედრო ტექნიკისა და სხვა ტვირთების ტრანსპორტირება იქნება.
ავიასალონზე ფართოდაა გამოფენილი სამოქალაქო ავიაციაც.