04:23 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (932)
65 0 0

გელენჯიკის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა. ადგილზე ყველა საგანგებო სამსახური მუშაობს, არის მსხვერპლი.

თბილისი, 13 ივლისის — Sputnik. რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ გელენჯიკში ცოტა ხნის წინ შენობაში გაზი აფეთქდა, არის მსხვერპლი, იუწყება РИА Новости.

კრასნოდარის მხარის საგანგებო სამსახურის წყარომ თავდაპირველად განაცხადა, რომ აფეთქება ოთხსართულიან კერძო სასტუმრო „აზარიაში“ მოხდა, თუმცა მოგვიანებით ყუბანის ხელმძღვანელობამ დააზუსტა, რომ ინციდენტი სასტუმროს გვერდით მდებარე მაღაზიაში მოხდა.

ადგილობრივი პროკურატურის მონაცემებით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია ხუთი ადამიანი, რომელთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.

მაშველებმა უკვე მოახდინეს 50 ადამიანის ევაკუაცია.

ადგილზე ყველა საგანგებო სამსახური მუშაობს. დაწყებულია შემოწმება.

თემები:
რუსეთი დღეს (932)

მთავარი თემები