13:59 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
50 0 0

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მის სტატიას ორივე ქვეყნის მოქალაქეები გაეცნობიან.

თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაწერა სტატია რუსებისა და უკრაინელების ისტორიულ ერთობაზე. სტატიის სრული ტექსტი კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ მასალა უკრაინულ ენაზეც გამოქვეყნდა.

„აქვე გავუსვამ ხაზს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის, პრაქტიკულად ერთი ისტორიული და სულიერი სივრცის ნაწილებს შორის, ბოლო წლებში აღმართულ კედელს აღვიქვამ, როგორც დიდ საერთო უბედურებას, როგორც ტრაგედიას. ეს, პირველ რიგში, სხვადასხვა პერიოდში ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების შედეგებია. მაგრამ ამასთანავე, იმ ძალების მიზანმიმართული მუშაობის შედეგიცაა, რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ ჩვენი ერთობის დარღვევას“, - წერს რუსეთის პრეზიდენტი.

ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია: იმისათვის, რომ უკეთ გაიგო აწმყო და განჭვრიტო მომავალი, საჭიროა ისტორიას მოუხმო. რუსეთის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა იმ საკვანძო, გადამწყვეტ მომენტებზე, რომლებიც უნდა ახსოვდეს ყველას რუსეთშიც და უკრაინაშიც.

მოქალაქეებთან ბოლო პირდაპირი ხაზის მსვლელობისას პუტინმა აღნიშნა, რომ დაწერდა ანალიტიკურ სტატიას რუსეთსა და უკრაინაზე, რომელშიც საკითხისადმი თავის დამოკიდებულებაზე წარმოაჩენდა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუს და უკრაინელ ხალხს ერთ მთლიანობად მიიჩნევს.

რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მის სტატიას ორივე ქვეყნის მოქალაქეები გაეცნობიან.

მთავარი თემები