03:45 02 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (939)
42 0 0

რუსეთის გამალეის სახელობის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ცენტრში ორი სახის ანტიკორონავირუსული პრეპარატი იქმნება.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატის შექმნაზე მუშაობა დაიწყო საღეჭი რეზინის სახით, იუწყება РИА Новости სამხედრო უწყებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.

მისი თქმით, მუშაობა 48-ე ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მიმდინარეობს.

„გამოყენების ხელმისაწვდომი ფორმისა და პრეპარატის სასარგებლო თვისებების შეთავსება დადებით ეფექტს მოიტანს ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში“, — აღნიშნა წყარომ.

გარდა ამისა, ინსტუტში იქმნება კორონავირუსის მუკოზალური ვაქცინა პასტილის სახითაც.

როგორც წყარო აცხადებს, გამოცდების დასრულების შემდეგ აღნიშნული ვაქცინა მკურნალობის სხვადასხვა სქემაში ჩაერთვება და პროფილაქტიკურ სამკურნალო პრეპარატებზე დამატების სახით იქნება გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სწორედ თავდაცვის სამინისტროს გამალეის სახელობის 48-ე ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში შეიქმნა SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V“.

თემები:
რუსეთი დღეს (939)

მთავარი თემები