15:36 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (881)
90 0 0

რუსეთის სახელმწიფო დუმაში შევიდა კანონპროექტი რეპატრიაციის, ანუ თანამემამულეთა ქვეყანაში დაბრუნების შესახებ.

კანონპროექტის ტექსტის თანახმად, ისინი, ვინც ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდება, უკვე ერთი წლის შემდეგ შეძლებენ გახდნენ რუსეთის სრულუფლებიანი მოქალაქეები.

Sputnik-მა გაარკვია, ვის მიეცემა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების უფლება გამარტივებული სქემით და რის გაკეთებაა ამისთვის აუცილებელი.

ვის შეუძლია რეპატრირება

თანამემამულეებად ჩაითვლებიან პირები და მათი შთამომავლები, რომლებიც რუსეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ და განეკუთვნებიან ხალხებს, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე:

  • რუსები, უკრაინელები და ბელარუსები;
  • რუსეთში ეროვნული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნების მქონე ხალხები (თათრები, ჩეჩნები, იაკუტები და ა.შ.);
  • მკვიდრი მცირერიცხოვანი ხალხები (რუსეთის მკვიდრი მცირერიცხოვანი ხალხების ერთიანი ჩამონათვალის თანახმად);
  • რუსეთის ტერიტორიაზე ისტორიულად მცხოვრები სხვა ხალხების წარმომადგენლები, რომლებსაც რუსეთის გარეთ საკუთარი ეროვნული სახელმწიფოები ან ნაციონალურ-სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები არ აქვთ.

ყველა ამ კატეგორიის მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ რეპატრიაციაზე უფლება, თუ ისინი ფლობენ რუსულ ენას.

რეპატრიაციის შესახებ შუამდგომლობაში შეიძლება ჩაირთოს მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები და ოჯახის ქმედუუნარო წევრები, რომლებზეც მეურვეობაა გაფორმებული.

აუცილებელი დოკუმენტები

რეპატრიაციის შესახებ დოკუმენტები პირადად უნდა წარედგინოს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის საკითხთა მთავარ სამმართველოს ტერიტორიულ ქვედანაყოფებს, ან რუსეთის საელჩოებსა თუ საკონსულოებს საზღვარგარეთ. რეპატრიაციის პროცედურა გულისხმობს რუსეთის ფედერაციაში ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადების ერთდროულად შეტანას.

განაცხადის მიღებისას, კონკრეტული ორგანიზაციის თანამშრომელი ადგილზე განსაზღვრავს განმცხადებლის რუსული ენის ცოდნის დონეს.

გარდა ამისა, აუცილებელია დაადასტუროთ საშიში ინფექციური დაავადებების არარსებობდა და ასევე შემოსავლის წყარო, რომელიც საკუთარი თავისა და თქვენი ოჯახის წევრების უზრუნველყოფის საშუალებას მოგცემთ რუსეთში საარსებო მინიმუმის ფარგლებში.

რუსეთში შეტანილი განაცხადის განხილვის ვადაა არაუმეტეს ოთხი თვისა, საზღვარგარეთ - არაუმეტეს ექვსი თვისა. იმავე პერიოდში განიხილება განცხადება ბინადრობის ნებართვის მისაღებად.

თუ განაცხადს წარადგენს უკვე რუსეთში მყოფი თანამემამულე, მაშინ მისი და მისი ოჯახის წევრების რუსეთის ფედერაციაში ყოფნის პერიოდი გაგრძელდება განცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

რატომ შეიძლება მიიღოთ უარი

რეპატრიაციაზე უარის საფუძველი შეიძლება გახდეს ყალბი დოკუმენტები ან ცრუ მონაცემები.

გარდა ამისა, ბინადრობის ნებართვა არ მიეცემათ იმ ადამიანებს, ვისაც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, ასევე ტერორისტებს ან ექსტრემისტებს.

უარის თქმის შესახებ ინფორმაცია შევა ერთიანი ფედერალური რეპატრიაციის ბაზაში. ასეთ პირებს უფლება აქვთ კვლავ წარადგინონ რეპატრიაციაზე შუამდგომლობა, თუმცა მხოლოდ სამი წლის შემდეგ.

სად შეიძლება საცხოვრებლად გადასვლა

თანამემამულეს შეუძლია დამოუკიდებლად შევიდეს მის მიერ არჩეულ რუსეთის ნებისმიერ რეგიონში.

ასევე შესაძლებელია ისეთი სუბიექტის არჩევა, რომელიც თანამემამულეების განსახლების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს. იგი მოიცავს მხარდაჭერის სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის, ფინანსურ ზომებს. პროგრამა მოიცავს 70-ზე მეტ რეგიონს. თუმცა ზოგ მათგანში არსებობს განსახლების თაობაზე შიდა ტერიტორიული შეზღუდვები.

როგორ შეიძლება გახდეთ მოქალაქე

რუსეთში ბინადრობის უფლებით ცხოვრების ცხრა თვის შემდეგ რეპატრიანტები წარადგენენ განცხადებას რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ, რომელიც განიხილება სამი თვის განმავლობაში. ამგვარად, თანამემამულეს, რომელსაც აქვს რეპატრიაციის უფლება, შეუძლია მუდმივად იცხოვროს რუსეთში, ერთ წელიწადში კი ქვეყნის მოქალაქე გახდეს.

რეპატრიაციის შესახებ გადაწყვეტილებაში შეტანილ მეუღლეებს ასევე ენიჭებათ მოქალაქეობის მიღების უფლება, თუ ისინი სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არიან დაქორწინებული ან ჰყავთ საერთო შვილები.

თემები:
რუსეთი დღეს (881)

მთავარი თემები