18:01 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (879)
25 0 0

რუსული კოვიდ-ვაქცინა „სპუტნიკ V“ ამ დროისათვის ეტაპობრივი ექსპერტიზის პროცედურას გადის ევროპის წამლის სააგენტოში.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ევროპის წამლის სააგენტოს (ЕМА) რუსული კოვიდ-ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს კვლევისას არ გამოუვლენია კრიტიკული შენიშვნები არც წარმოებისა და არც კლინიკურ ნაწილებში, განაცხადა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა ბრიფინგზე. აღნიშნულის თაობაზე წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

დმიტრიევმა განსაკუთრებით აღნიშნა ორგანიზაციის ტექნიკური სპეციალისტების პროფესიონალიზმი მუშაობის პროცესში.

„ცალკე აღნიშვნას იმსახურებს EMA-ს ტექნიკური ნაწილის მუშაობა, რომელსაც ჯერ არ გამოუვლენია არსებითი კრიტიკული შენიშვნები, და ასევე მთელი რიგი პოლიტიკური გამონათქვამები, რომლებსაც სპუტნიკ V“-ს საწინააღმდეგო სადეზინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ვხედავთ“, — განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, რუსული პრეპარატის რეგისტრაციის ვადა სააგენტოზეა დამოკიდებული.

დმიტრიევს იმედი აქვს, რომ სამუშაო პროცესი პოლიტიზებული არ იქნება.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გასული წლის აგვისტოში დაარეგისტრირა პრეპარატი „სპუტნიკ V“ — მსოფლიოში პირველი ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ. ვაქცინა გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო ცენტრში შეიქმნა. ამ დროისათვის მისი გამოყენება ნებადართულია მსოფლიოს 66 ქვეყანაში.

„სპუტნიკ V“ ადამიანის ადენოვირუსულ ვექტორებზეა შემუშავებული, რომლებიც კარგადაა შესწავლილი და შემოწმებული. გამალეის ცენტრის ინფორმაციით, 3,8 მილიონი ვაქცინირებულის მონაცემების ანალიზის თანახმად, პრეპარატის ეფექტურობამ 97,6% შეადგინა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში მანამდე გამოქვეყნებული მონაცემები (91,6%).

რუსული ვაქცინა 4 მარტიდან გადის ეტაპობრივი ექსპერტიზის პროცედურას ЕМА-ში, რომელმაც ევროპის ბაზარზე ვაქცინების გამოყენების ნებართვა უნდა გასცეს. მანამდე ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ „სპუტნიკ V“-ს შემოწმების გრაფიკს რუსეთში საინსპექციო შემოწმებების შემდეგ გამოაქვეყნებდნენ.

თემები:
რუსეთი დღეს (879)

მთავარი თემები