რუსეთის უმაღლესი სასწავლებლები უცხოელ სტუდენტებზე გრანტების გაცემას იწყებს

© photo: Sputnik / Ilya Naimushyn / გადასვლა მედიაბანკშილექცია უმაღლეს სასწავლებელში
ლექცია უმაღლეს სასწავლებელში - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
გამოწერა
დადგენილების პროექტი რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზეა გამოქვეყნებული და საზოგადოებრივი განხილვის ეტაპს გადის
სტუდენტები - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა გამარტივდა: სუპერსერვისი უცხოელებისთვის

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. მარია ნაუმენკო. 2022 წლიდან ყოველწლიურად 500 უცხოელი სტუდენტი ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებიდან შეძლებს მიიღოს გრანტი, რომელიც მათი ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს დაფარავს.

საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთის მთავრობის კვოტაში მოხვდნენ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სწავლებაზე.

რა ხარჯებს დაფარავს გრანტი

  • საკუთარი ქვეყნიდან სწავლის ადგილზე და უკან მგზავრობის ხარჯებს, თუ სტუდენტი შუალედურ გამოცდებს წარმატებით ჩააბარებს. სტუდენტმა მხოლოდ უნდა წარადგინოს თვითმფრინავის, მატარებლის ან სხვა სახმელეთო ტრანსპორტის ბილეთი და აგრეთვე საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • დამატებითი სამედიცინო დაზღვევის პოლისის გადასახადს
  • უმაღლესი სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში ცხოვრების ხარჯებს
  • დამატებით ყოველთვიურ სტიპენდიას (გარდა უმაღლესი სასწავლებლის სტიპენდიისა). გადასახადი იქნება რუსეთის იმ სუბიექტის საარსებო მინიმუმის შესაბამისი, რომელშიც სტუდენტი ისწავლის. მაგალითად, მოსკოვში ეს თანხა 18 029 რუბლს შეადგენს, ვორონეჟში - 9 689 რუბლს, ნოვოსიბირსკში - 12 785 რუბლს.

ყველა გადახდა პირდაპირ იქნება დამოკიდებული უცხოელი სტუდენტის მოსწრებაზე, „არადამაკმაყოფილებელი“ „ან „დამაკმაყოფილებელი“ შეფასებისას ერთ და მეტ საგანში სტუდენტს შესაძლოა მოეხსნას ზოგი გადახდა.

სტუდენტები აუდიტორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
პრიმაკოვი: გვსურს განათლების მეშვეობით გავაძლიეროთ სხვა ქვეყნები

როგორ მიიღება გრანტი

გრანტები გაიცემა დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნების, საქართველოს (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით) მოქალაქეებზე. რუსეთის ბიუჯეტიდან სახსრები გამოიყოფა ბაკალავრიატის, სპეციალიტეტისა და მაგისტრატურის პროგრამებზე.

აუცილებელია, რომ პირი მიმდინარე წელს, რუსეთის პროფილური უწყებების მიერ აღიარებული, მოსწავლეთა და მაგისტრებისთვის ოლიმპიადის გამარჯვებული ან პრიზიორი იყოს.

კიდევ ერთი კრიტერიუმი - ეს რუსული ენის ისეთ დონეზე ცოდნაა, რომ სტუდენტი მაშინვე შეუდგეს სწავლას ენის დამატებითი კურსების გარეშე.

მიმდინარე წელს რუსეთის მთავრობის საერთო კვოტა რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლაზე 18 ათასი კაცია. 2022 წელს ის 23 ათასამდე გაიზრდება, ხოლო 2023 წლიდან 30 ათას აბიტურიენტს მოიცავს.

მანამდე უცხოელი სტუდენტებისთვის საგრანტო სისტემის შემოღების აუცილებლობაზე „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა ისაუბრა. 

ყველა ახალი ამბავი
0