23:32 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (887)
49 0 0

ალტერნატიულ ბანკთაშორის სისტემაში, რომელიც რუსეთში მუშავდება, ამ დროისათვის 23 ორგანიზაციაა ჩართული.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. სისტემა SWIFT შესაძლოა რუსეთის საწინააღმდეგო „სანქციების სპირალში“ ჩაერთოს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა დმიტრი ბირიჩევსკიმ.

„არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ისმის მუქარები რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის შესახებ — უპირველესად შეერთებული შტატებიდან“, — აღნიშნა მან.

ამასთან ბირიჩევსკიმ ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, სანქციების დაწესება მხოლოდ ლეგიტიმურ ორგანოს – გაეროს უშიშროების საბჭოს შეუძლია, ხოლო ცალმხრივ ზომებს, რომლებსაც ცალკეული ქვეყნები ან ქვეყნების ჯგუფები აწესებენ, სანქციები არ შეიძლება ეწოდოს.

„ის, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები იყენებენ, უფრო ბარიერებია საკუთარი მეწარმეებისა და საკუთარი ინტერესების დასაცავად მსოფლიო არენაზე. არსებობს საფრთხე, რომ სისტემა SWIFT ჩართული იყოს ამ „სანქციების სპირალში“, — განაცხადა ბირიჩევსკიმ.

დიპლომატის თქმით, რუსეთი SWIFT-სგან გათიშვის შემთხვევისთვის ამ სისტემის ანალოგს ამუშავებს, ვინაიდან ეს „ობიექტური აუცილებლობაა“.

SWIFT-დან გათიშვის მოლოდინში: რუსეთი ალტერნატიული სისტემის შექმნას გეგმავს>>

SWIFT — გადახდისა და მონაცემთა გაცვლის ბანკთაშორისი სისტემაა, რომელშიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის 11 ათასზე მეტი უდიდესი ორგანიზაციაა ჩართული.

რაც შეეხება ფინანსური მონაცემების გაცვლის რუსულ სისტემას, ბოლო მონაცემებით, მას უკვე 23 უცხოური ორგანიზაცია მიუერთდა სომხეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, გერმანიიდან და შვეიცარიიდან.

თემები:
რუსეთი დღეს (887)

მთავარი თემები