10:37 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (819)
55 0 0

გამორიცხული არ არის, რომ ანტირუსული სანქციების ფარგლებში რუსეთი ბანკთაშორის ანგარიშსწორების საერთაშორისო სისტემა SWIFT-დან გათიშონ.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. რუსეთში შეიძლება საერთაშორისო ანგარიშსწორების სისტემა SWIFT-ის ანალოგი შეიქმნას, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ პანკინმა РИА Новости-სთან ინტერვიუში.

„ვიღებთ რა მხედველობაში ციფრული ვალუტებისა და ბლოკჩეინის სწრაფ განვითარებას, აშკარაა, რომ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბაზა სრულიად ახალ ტექნოლოგიურ საფუძველზე უნდა აიგოს“, — აღნიშნა მან.

მინისტრის მოადგილის თქმით, SWIFT–სისტემების რუსული ალტერნატივა იქნება უფრო მოწინავე, თუმცა ამ სფეროში მონოპოლიაზე პრეტენზიას არ განაცხადებს.

ამასთან ერთად პანკინმა განმარტა, რომ რუსეთის მხრიდან ეს იქნება „არა მარტო რეაქცია შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე“, არამედ გადახდების მეთოდების მოდერნიზაცია ციფრულ სფეროში თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით.

SWIFT — ეს არის ბანკთაშორის ინფორმაციის გაცვლისა და გადახდების საერთაშორისო სისტემა, რომელშიც მსოფლიოს 200 ქვეყნის 11 ათასი უმსხვილესი ორგანიზაციაა ჩართული.

გასული წლის ბოლოს სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს ამერიკულ სამთავრობო დაწესებულებებზე კიბერშეტევებში სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ ყველაზე ხისტ ზომად რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა დასახელდა.

ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დმიტრი მედვედევის თქმით, ეს პოტენციურად შესაძლებელია, თუმცა ასეთი შემთხვევისთვის რუსეთს მოქმედების გეგმა აქვს.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ასევე არ გამორიცხა ქვეყნის SWIFT-დან გათიშვის შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ეს მათ განსაკუთრებულ სიფხიზლეს აიძულებს.

თემები:
რუსეთი დღეს (819)

მთავარი თემები