15:57 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (879)
30 0 0

მოსკოვმა მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა, რომ ასევე იწყებდა ღია ცის შეთანხმებიდან გასვლის პროცედურებს.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. აშშ-ის გადაწყვეტილება, არ დაბრუნდნენ ღია ცის ხელშეკრულებაში, აუარესებს ვლადიმირ პუტინისა და ჯო ბაიდენის მომავალი სამიტის ფონს, მიაჩნიათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი ხელს არ უწყობს ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნას შეიარაღებაზე კონტროლის თემატიკაზე მსჯელობისთვის ლიდერების შეხვედრისას, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ შეხვედრაზე, მიუხედავად შეიარაღებაზე კონტროლის მნიშვნელობისა, ჩემი აზრით, საუბარი იქნება ბევრად უფრო ფართო დღის წესრიგზე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.

მანამდე შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ისინი ნამდვილად ტოვებენ ღია ცის შეთანხმებას და წუხან „რუსული დარღვევების“ გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ პრეტენზიებს უსაფუძვლო, ხოლო შეთანხმების დაკარგვას ცუდი ნიშანი უწოდეს.

„მომხდარში ბრალი ვაშინგტონსა და აშშ-ის მოკავშირეებს მიუძღვით, რომლებისთვისაც სულ ერთია, რა ხდება ამ სფეროში“, – აღნიშნა რიაბკოვმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ რუსეთი ღია ცის ხელშეკრულების გარეშეც უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას.

ღია ცის შეთანხმება ძალაში 2002 წლის 1 იანვარს შევიდა და ევროპაში ნდობის განმტკიცების ერთ-ერთ ინსტრუმენტად იქცა ცივი ომის შემდეგ. ხელშეკრულებამ 34 წევრ ქვეყანას მისცა საშუალება, ღიად მოაგროვონ ინფორმაცია ერთმანეთის შეიარაღებული ძალებისა და ღონისძიებების შესახებ.

გასული წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა შეთანხმების გაუქმების პროცედურა წამოიწყო, რომელიც 22 ნოემბერს დასრულდა.

2021 წლის იანვარში ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურების დაწყებაზე განაცხადა მოსკოვმაც. 19 მაისს სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა დოკუმენტის დენონსაციის პროექტს. 2 ივნისს მას პარლამენტის ზედა პალატა განიხილავს.

თემები:
რუსეთი დღეს (879)

მთავარი თემები