რიაბკოვმა კომენტარი გააკეთა ვაშინგტონის უარზე, დაბრუნდეს ღია ცის შეთანხმებაში

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშისერგეი რიაბკოვი
სერგეი რიაბკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
გამოწერა
მოსკოვმა მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა, რომ ასევე იწყებდა ღია ცის შეთანხმებიდან გასვლის პროცედურებს.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. აშშ-ის გადაწყვეტილება, არ დაბრუნდნენ ღია ცის ხელშეკრულებაში, აუარესებს ვლადიმირ პუტინისა და ჯო ბაიდენის მომავალი სამიტის ფონს, მიაჩნიათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი ხელს არ უწყობს ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნას შეიარაღებაზე კონტროლის თემატიკაზე მსჯელობისთვის ლიდერების შეხვედრისას, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ შეხვედრაზე, მიუხედავად შეიარაღებაზე კონტროლის მნიშვნელობისა, ჩემი აზრით, საუბარი იქნება ბევრად უფრო ფართო დღის წესრიგზე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.

მანამდე შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ისინი ნამდვილად ტოვებენ ღია ცის შეთანხმებას და წუხან „რუსული დარღვევების“ გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ პრეტენზიებს უსაფუძვლო, ხოლო შეთანხმების დაკარგვას ცუდი ნიშანი უწოდეს.

რამ აიძულა რუსეთს ღია ცის შეთანხმებიდან გამოსვლის დაწყება - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
რამ აიძულა რუსეთს ღია ცის შეთანხმებიდან გამოსვლის დაწყება – ვიდეო

„მომხდარში ბრალი ვაშინგტონსა და აშშ-ის მოკავშირეებს მიუძღვით, რომლებისთვისაც სულ ერთია, რა ხდება ამ სფეროში“, – აღნიშნა რიაბკოვმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ რუსეთი ღია ცის ხელშეკრულების გარეშეც უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას.

ღია ცის შეთანხმება ძალაში 2002 წლის 1 იანვარს შევიდა და ევროპაში ნდობის განმტკიცების ერთ-ერთ ინსტრუმენტად იქცა ცივი ომის შემდეგ. ხელშეკრულებამ 34 წევრ ქვეყანას მისცა საშუალება, ღიად მოაგროვონ ინფორმაცია ერთმანეთის შეიარაღებული ძალებისა და ღონისძიებების შესახებ.

გასული წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა შეთანხმების გაუქმების პროცედურა წამოიწყო, რომელიც 22 ნოემბერს დასრულდა.

2021 წლის იანვარში ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურების დაწყებაზე განაცხადა მოსკოვმაც. 19 მაისს სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა დოკუმენტის დენონსაციის პროექტს. 2 ივნისს მას პარლამენტის ზედა პალატა განიხილავს.

ყველა ახალი ამბავი
0