23:00 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
31 0 0

„უკვდავი პოლკის“ ტრადიციული მსვლელობა წელს შეიძლება 24 ივნისს ჩატარდეს, თუ კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია გაუმჯობესებული იქნება

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. მოსკოვში „უკვდავი პოლკის“ ონლაინ–მსვლელობა დაიწყო. ის მიმდინარეობს არა მხოლოდ საზოგადოებრივი სამოქალაქო–პატრიოტული მოძრაობა „რუსეთის უკვდავი პოლკის“ ვებ–გვერდზე და სოციალურ ქსელებში, არამედ მედიაფასადებზე მოსკოვის ქუჩებში და ოსტანკინოს ტელეანძაზე.

როგორც РИА Новости–ს „რუსეთის უკვდავი პოლკის“ პრეს–სამსახურში განუცხადეს, წელს ონლაინ–მსვლელობის ტრანსლირება ექნება 230 ციფრულ სარეკლამო ფარს. მას გადასცემენ ასევე ცენტრალური ტელეგრაფის, მოსკოვის წიგნის სახლის, კინოთეატრ „ოკტიაბრის“ და სხვა ადგილებზე შენობებზე განთავსებულ ეკრანზე. ტრანსლაცია დაგეგმილია ასევე ოსტანკინოს სატელევიზიო ანძის მედიაფასადზე.

ტრანსლაციის დაწყების შემდეგ საკუთარი გმირის მოძებნა შესაძლებელი იქნება გვარის მიხედვით „უკვდავი პოლკის“ ოფიციალურ ინტერნეტ–გვერდზე საძიებო სისტემაში, ასევე ტრანსლაციის ყურებისას „უკვდავი პოლკის“ პროგრამებში სოციალურ ქსელებში Одноклассники და ВКонтакте.

„უკვდავი პოლკის“ მსვლელობა რუსეთის ქალაქების ქუჩებში 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო არ გაიმართა. ორგანიზატორები იძულებული გახდნენ, ის ონლაინ–ფორმატში გადაეტანათ. მაშინ ტრანსლაცია თითქმის 209 დღე გაგრძელდა და დაახლოებით 25–მა მილიონმა ადამიანმა ნახა მთელ მსოფლიოში.

ამა წლის აპრილში მოძრაობა „უკვდავი პოლკის“ ცენტრალური შტაბის თანათავმჯდომარე ელენა ცუნაევამ განაცხადა, რომ „უკვდავი პოლკის“ ტრადიციული მსვლელობა შესაძლოა 24 ივნისს გაიმართოს, თუ ამის საშუალებას მათ COVID-19–თან დაკავშირებული ვითარება მისცემთ, ხოლო 9 მაისს, როგორც დაგეგმილი იყო, ღონისძიება ონლაინ–ფორმატში იმართება.

მთავარი თემები