თბილისელები დიდი გამარჯვების 76 წლის იუბილესთან დაკავშირებით ყვავილებითა და დიდი სამამულო ომის მონაწილე ნათესავების პორტრეტებით ვაკის პარკში შეიკრიბნენ.
მათ მემორიალთან დაცემულ გმირებს სანთლები დაუნთეს. ვაკის პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელსაც დედაქალაქის მერია აწარმოებს, ღონისძიების ძირითადი ნაწილი ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის) გადაიტანეს.
„უკვდავი პოლკის“ აქციის ჩატარება გადაწყდა სხვა ქალაქებშიც: ბათუმში, ახალქალაქში, გორში, ქუთაისში, თერჯოლასა და ზესტაფონში.