08:15 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
როგორ ჩაიშალა პოზნერის დაბადების დღე საქართველოში (13)
128 0 0

ჟურნალისტ ვლადიმირ პოზნერის ვიზიტზე თბილისში, რომელიც დიდ სკანდალში გადაიზარდა, კომენტარი გააკეთეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. ჟურნალისტ ვლადიმირ პოზნერის სკანდალურ ვიზიტზე თბილისში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში კომენტარი გააკეთეს. საპროტესტო აქციები პოზნერის ჩასვლასთან დაკავშირებით აჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში ყოფნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხო არ არის, განაცხადა სათათბიროს თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

პრემიერი: პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში კანონის სრული დაცვით შემოვიდნენ>>

პოზნერის ვიზიტმა თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე ჩაიარა. ოპოზიციის წევრები და აქტივისტები აპროტესტებდნენ პოზნერის მიერ ადრე გაკეთებული განცხადებებს აფხაზეთის შესახებ.

„პოზნერის ირგვლივ მოვლენებმა თბილისში კიდევ ერთხელ აჩვენა, რა ღრმა კრიზისშია საქართველო. მის შიდა პოლიტიკას ბევრ რამეში რადიკალიზმი განსაზღვრავს და ამას, ბუნებრივია, არაფერი კარგი არ მოაქვს... ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს ანგრევს. და ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად საშიშია იქ ჩვენი მოქალაქეების ყოფნა“, – დაწერა ვოლოდინმა Telegram-არხზე 1 აპრილს.

ვლადიმირ პოზნერი თბილისში გუშინ ჩამოვიდა, ის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა – 1 აპრილს მას 87 წელი უსრულდება, მას თან 50-მდე მეგობარი და კოლეგა ახლდა. იგი საქართველოს დატოვებას 3 აპრილს გეგმავდა, მაგრამ ქვეყნის დატოვება დაგეგმილზე ადრე მოუხდა.

რატომ შემოუშვეს პოზნერი საქართველოში? შსს–ს განმარტება>>

მიუხედავად იმისა, რომ პოზნერისთვის ეს თავისი დაბადების დღის თბილისში აღნიშვნის უკვე მესამე შემთხვევაა, ასეთი „თბილი დახვედრა“ მას პირველად მოუწყვეს.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში კანონიერად შემოვიდნენ.

აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქცია თავიდან რესტორან „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად ვახშმობდა. აქციის მონაწილეებმა საბოლოოდ ვახშამი ჩაშალეს. მათ შრომის ინსპექციას აცნობეს იმის შესახებ, რომ რესტორანმა, პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველოში მოქმედი „კომენდანტის საათი“ დაარღვიეს – 21:00 საათის შემდეგ 05:00 საათამდე გარეთ გასვლა აკრძალულია, ხოლო რესტორნებს ამ საათებში მუშაობა ეკრძალება.

„ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის დერეფნის დახმარებით დატოვეს, საპროტესტო აქცია შემდეგ სასტუმრო Rooms Hotel-თან გაგრძელდა, სადაც პოზნერი გაჩერდა სხვა სტუმრებთან ერთად. აქტივისტებმა სასტუმროს შენობას კვერცხები დაუშინეს.

პოზნერმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა>>

რესტორანი „ვინოტელი“ 10 ათასი ლარით დაჯარიმდა.

პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სასტუმრო პოლიციის დაცვით დატოვეს და ამ დილით გაემგზავრნენ.

თემები:
როგორ ჩაიშალა პოზნერის დაბადების დღე საქართველოში (13)

მთავარი თემები