12:53 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
როგორ ჩაიშალა პოზნერის დაბადების დღე საქართველოში (13)
36010

მიუხედავად იმისა, რომ პოზნერი თავის დაბადების დღეს თბილისში უკვე მესამედ აღნიშნავდა, ასეთი „თბილი დახვედრა“ მას პირველად მოუწყვეს.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. პოპულარული რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი ჯერ განწყობილი არაა იმისთვის, რომ ისაუბროს თბილისში თავის ვიზიტზე, რომელიც საპროტესტო აქციის გამო დაგეგმილზე ადრე დასრულდა.

რატომ შემოუშვეს პოზნერი საქართველოში? შსს–ს განმარტება>>

პოზნერის ვიზიტმა თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე ჩაიარა. ოპოზიციის წევრები და აქტივისტები მოითხოვდნენ დაზუსტებას, ხომ არ დაარღვია პოზნერმა კანონი ოკუპაციის შესახებ. მათ ასევე მიუღებლად მიაჩნიათ პოზნერის ადრე გაკეთებული განცხადება აფხაზეთის შესახებ.

„არ მინდა გუშინდელზე მსჯელობა, ასე რომ, ჯერჯერობით მაინც, ამაზე არავისთან მილაპარაკია. ახლა ამ თემას არ განვიხილავ“, – განაცხადა პოზნერმა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

ვლადიმირ პოზნერი თბილისში გუშინ ჩამოვიდა, ის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა – 1 აპრილს მას 87 წელი უსრულდება, მას თან 50-მდე მეგობარი და კოლეგა ახლდა. იგი საქართველოს დატოვებას 3 აპრილს გეგმავდა, მაგრამ ქვეყნის დატოვება დაგეგმილზე ადრე მოუხდა.

მიუხედავად იმისა, რომ პოზნერისთვის ეს თავისი დაბადების დღის თბილისში აღნიშვნის უკვე მესამე შემთხვევაა, ასეთი „თბილი დახვედრა“ მას პირველად მოუწყვეს.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში კანონიერად შემოვიდნენ.

აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქცია თავიდან რესტორან „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად ვახშმობდა. აქციის მონაწილეებმა საბოლოოდ ვახშამი ჩაშალეს. მათ შრომის ინსპექციას აცნობეს იმის შესახებ, რომ რესტორანმა, პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველოში მოქმედი „კომენდანტის საათი“ დაარღვიეს – 21:00 საათის შემდეგ 05:00 საათამდე გარეთ გასვლა აკრძალულია, ხოლო რესტორნებს ამ საათებში მუშაობა ეკრძალება.

„ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის დერეფნის დახმარებით დატოვეს. საპროტესტო აქცია შემდეგ სასტუმრო Rooms Hotel-თან გაგრძელდა, სადაც პოზნერი გაჩერდა სტუმრებთან ერთად. აქტივისტებმა სასტუმროს შენობას კვერცხები დაუშინეს.

რესტორანი „ვინოტელი“ 10 ათასი ლარით დაჯარიმდა.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 32 პირი, პოზნერის ჩათვლით, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს.

შსს-მ რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი​ და ​​მისი თანმხლები 31 პირი დააჯარიმა>>

პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სასტუმრო პოლიციის დაცვით დატოვეს და დღეს, ადრე დილით გაემგზავრნენ.

თემები:
როგორ ჩაიშალა პოზნერის დაბადების დღე საქართველოში (13)

მთავარი თემები