00:41 29 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6663
  • 100 RUB4.2235
  • USD3.1052
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (935)
69 0 0

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თუ ევროკავშირი არსებულ ანომალიას გადაჭრის, მოსკოვი განაახლებს მასთან ურთიერთობებს

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ბრიუსელმა მოსკოვთან ურთიერთობები გაანადგურა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩინლ კოლეგა ვან ისთან მოლაპარაკებების შემდეგ, იუწყება РИА Новости.

რუსი მინისტრის თქმით, ევროპაში ერთეული ქვეყნებიღა დარჩა, რომლებიც ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და პარტნიორულ დიალოგს ინარჩუნებენ რუსეთთან, დანარჩენებმა კი ყველა არსებული მექანიზმი მოსპეს.

„დასავლეთ ფრონტზე ჯერ არ გვაქვს ცვლილებები, აღმოსავლეთში კი ძალიან ინტენსიური დღის წესრიგი გვაქვს, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო მდიდარი ხდება“, — დაამატა ლავროვმა.

ამასთან რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა კავშირების აღსადგენად, თუ ევროკავშირი წარმოქმნილი ანომალიის გადაჭრას გადაწყვეტს.

ბოლო პერიოდში ევროკავშირსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობები ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული სიტუაციის გამო გამწვავდა. ბრიუსელმა ახალი ანტირუსული სანქციები დააწესა, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში „ჩიხური და არასამართლებრივი გზა“ უწოდეს და პირობა დადეს, რომ საპასუხო ზომებს მიიღებენ.

ამასთან რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვის თქმით, კრემლში დარწმუნებულები არიან, რომ მოსკოვის საწინააღმდეგო სასანქციო პოლიტიკა მიზანს ვერ აღწევს.

თემები:
რუსეთი დღეს (935)

მთავარი თემები