„სიცრუეს ეფუძნება“: ჩინეთში ევროკავშირის სანქციებზე კომენტარი გააკეთეს

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიჩინეთის სახელმწიფო დროშა
ჩინეთის სახელმწიფო დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გამოწერა
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჩინეთის რამდენიმე მოქალაქესა და ერთ ორგანიზაციას სანქციები დაუწესეს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ევროკავშირის ცალმხრივი სანქციები ჩინეთის წინააღმდეგ აბსოლუტურად არალეგიტიმურია, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ.

„არცერთი ცალმხრივი სანქცია არ ეფუძნება საერთაშორისო სამართალს, მათ შორის, ამ დღეებში ევროკავშირის მიერ [ჩინეთის წინააღმდეგ] დაწესებული სანქციები. ევროკავშირმა არ უნდა გადადგას ნაბიჯები, რომლებიც საერთაშორისო სამართალს არღვევს“, — განაცხადა ვან იმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
სერგეი ლავროვის ვიზიტი ჩინეთში - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
პირბადე წარწერით FCKNG QRNTN: სერგეი ლავროვმა „თამამი“ ფოტო გადაიღო

მისი თქმით, ჩინური მხარის მონაცემებით, ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას მისი ყველა წევრი არ ეთანხმება. შესაბამისად, მინისტრს მიაჩნია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს არ დაუჭერს სანქციებს, რომლებიც „სიცრუეს ეფუძნება“.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს ჩინეთის ოთხი მოქალაქე და ერთი ორგანიზაცია სასანქციო სიაში შეიყვანეს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სინცზიანში, სადაც „უიღურელი მუსლიმური უმცირესობა“ იდევნება. ჩინეთის საგარეო უწყებამ ამის პასუხად სანქციები დაუწესა ათ ევროპელს, მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, და ასევე ოთხ ორგანიზაციას.

ყველა ახალი ამბავი
0