ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო, 1920
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

იქმნება მზერითა და აზრის ძალით მომუშავე კომპიუტერი: შედეგები უკვე არის

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიგოგონა კომპიუტერთან
გოგონა კომპიუტერთან - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
გამოწერა
მეცნიერების თქმით, უნიკალურ სისტემას გარკვეული ნაკლი აქვს, რომლის აღმოფხვრაზეც ამ დროისათვის მუშაობენ.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. მეცნიერები კომპიუტერის მზერითა და „აზრის ძალით“ მართვის უნიკალურ სისტემაზე მუშაობენ მოსკოვის სახელმწიფო ფსიქოლოგიურ–პედაგოგიურ უნივერსიტეტში, შედეგები უკვე გამოქვეყნდა ჟურნალში Frontiers in Neuroscience.

ბავშვი კატასთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2021
ცემინებისა და ასთმის გარეშე: შექმნილია კატებზე ალერგიის საწინააღმდეგო ვაქცინა

გავრცელებული ინფორმაციით, სისტემას საფუძვლად ტვინის მაგნიტური ველების ამოკითხვა უდევს და ამას შეუძლია მნიშვნელოვნად გაუმარტივოს კომპიუტერით სარგებლობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს.

ავტორების თქმით, მზერის მეშვეობით კომპიუტერის მართვისთვის გამოიყენება სპეციალური მოწყობილობა „აიტრეკერი“. ის ვიდეოკამერის მეშვეობით განსაზღვრავს, რა ადგილს უყურებს მომხმარებელი ეკრანზე. ასეთ შემთხვევაში მზერის ერთ ადგილზე შეჩერება იგივეა, რაც „მაუსის დაწკაპუნება“.

ამასთან მეცნიერები წუხან, რომ ამ ტექნოლოგიას ჯერჯერობით სერიოზული ნაკლი აქვს: მას არ შეუძლია ამოიცნოს – განზრახ, ანუ დასაწკაპუნებლად აჩერებს მომხმარებელი ეკრანზე მზერას თუ უბრალოდ აკვირდება, ათვალიერებს რამეს.

სწორედ ამ ნაკლის აღმოფხვრაზე მუშაობენ ამ დროისათვის მოსკოველი მეცნიერები. ისინი ქმნიან სისტემას, რომელსაც განზრახ და შემთხვევით გაჩერებული მზერის განსხვავების უნარი ექნება. ავტორების თქმით, ეს იქნება „აიტრეკერისა“ და კიდევ ერთი ტექნოლოგიის ჰიბრიდი, რომელიც შშმ პირების დასახმარებლად გამოიყენება.

ყველა ახალი ამბავი
0