16:56 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (815)
1763 0 0

ორი ამერიკული ნაღმმზიდი - „დონალდ კუკი“ და „პორტერი“ იანვრის ბოლო დეკადიდან იდგნენ შავ ზღვაში და აკვატორია მხოლოდ გუშინ დატოვეს

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. აშშ–ში რუსეთის საელჩომ მოუწოდა ამერიკელ პარტნიორებს, შეწყვიტონ „იარაღის ჟღარუნი“ შავ ზღვაში და ასევე თავი დაანებონ საბაბების ძებნას აკვატორიაში მოულოდნელი შესვლის გასამართლებლად.

​მანამდე შეერთებული შტატების სამხედრო–საზღვაო ძალებმა განაცხადა, რომ თურქეთის ფლოტთან ერთად სამხედრო სწავლებას ატარებდა, რომელშიც ორი ნაღმმზიდი და ორი სადაზვერვო თვითმფრინავი P-8A იღებდა მონაწილეობას.

„მოვუწოდებთ ამერიკელ სამხედროებს, შეწყვიტონ იარაღის უგუნური ჟღარუნი და საკუთარი საქმეებით შეერთებული შტატების წყლებში დაკავდნენ. შავი ზღვის მშვიდობა და უსაფრთხოება სხვების ჩარევას არ საჭიროებს“, — ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

ამასთან საელჩოში აღნიშნეს, რომ აშშ შავ ზღვაში მტრის ძებნითაა დაკავებული და საბაბს ეძებს, რათა „სამხედრო სწავლებებით“ გაზარდოს აკვატორიაში ყოფნა.

მიმდინარე წლის 23 იანვარს შავი ზღვის აკვატორიაში ამერიკული ნაღმმზიდი „დონალდ კუკი“ შევიდა, რომელსაც მეორე ნაღმზიდი „პორტერიც“ შეუერთდა. გემებმა შავი ზღვა გუშინ დატოვეს.

 

თემები:
რუსეთი დღეს (815)

მთავარი თემები