თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. აშშ–ში რუსეთის საელჩომ მოუწოდა ამერიკელ პარტნიორებს, შეწყვიტონ „იარაღის ჟღარუნი“ შავ ზღვაში და ასევე თავი დაანებონ საბაბების ძებნას აკვატორიაში მოულოდნელი შესვლის გასამართლებლად.
It looks like 🇺🇸 6th Fleet can’t wait to find an enemy in the #BlackSea. It desperately looks for a pretext – now openly under the banner of warfare exercise – for ramping up presence in the region. https://t.co/QaXy3NCVKY
— Russian Embassy in USA 🇷🇺 (@RusEmbUSA) February 10, 2021
მანამდე შეერთებული შტატების სამხედრო–საზღვაო ძალებმა განაცხადა, რომ თურქეთის ფლოტთან ერთად სამხედრო სწავლებას ატარებდა, რომელშიც ორი ნაღმმზიდი და ორი სადაზვერვო თვითმფრინავი P-8A იღებდა მონაწილეობას.
„მოვუწოდებთ ამერიკელ სამხედროებს, შეწყვიტონ იარაღის უგუნური ჟღარუნი და საკუთარი საქმეებით შეერთებული შტატების წყლებში დაკავდნენ. შავი ზღვის მშვიდობა და უსაფრთხოება სხვების ჩარევას არ საჭიროებს“, — ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.
ამასთან საელჩოში აღნიშნეს, რომ აშშ შავ ზღვაში მტრის ძებნითაა დაკავებული და საბაბს ეძებს, რათა „სამხედრო სწავლებებით“ გაზარდოს აკვატორიაში ყოფნა.
მიმდინარე წლის 23 იანვარს შავი ზღვის აკვატორიაში ამერიკული ნაღმმზიდი „დონალდ კუკი“ შევიდა, რომელსაც მეორე ნაღმზიდი „პორტერიც“ შეუერთდა. გემებმა შავი ზღვა გუშინ დატოვეს.