23:28 08 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (773)
51 0 0

რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ბორელის კრიტიკული გამონათქვამები ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ წინააღმდეგობაშია ვიზიტის პერიოდში გამოთქმულ მოსაზრებებთან.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირს სურდა, რომ ჟოზეპ ბორელის მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთისთვის „საჯარო გამათრახება“ მოეწყო, მაგრამ მცდელობიდან არაფერი გამოვიდა, განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი რუსეთის დედაქალაქს 4–6 თებერვალს სტუმრობდა. ვიზიტის შემდეგ მან განაცხადა, რომ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 22 თებერვალსაა დაგეგმილი, მონაწილეებმა შესაძლოა გადაწყვეტილება მიიღონ რუსეთისთვის სანქციების გაფართოების შესახებ.

„გაგიმხელთ საიდუმლოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების შესახებ: როდესაც მათ გამათრახება არ გამოსდით, ისტერიკა ეწყებათ. [ბორელის] ამოცანა იყო ამ გამათრახების საჯაროდ მოწყობა, რომელიც, ჩემი აზრით, საგულდაგულოდ დაგეგმეს. ასეთი კასკადი: მიტინგებზეც რომ ესაუბრა, ჟურნალისტებზეც და ნავალნი მთავარ თემად ექცია, ერთ გროვად უნდა გადმოენთხია და მერე კმაყოფილი გამომეტყველებით დაბრუნებულიყო შინ“, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

მისი აზრით, გამათრახება იმიტომ არ გამოვიდა, რომ „რუსულმა მხარემ მას რეალურ საკითხებზე მსჯელობა შესთავაზა“.

მანამდე საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ბორელის კრიტიკული გამონათქვამები რუსეთის შესახებ ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ წინააღმდეგობაშია ვიზიტის პერიოდში გამოთქმულ მოსაზრებებთან.

გასულ კვირაში მოსკოვმა პერსონა ნონ–გრატად გამოაცხადა არასანქცირებულ მიტინგებში მონაწილე დიპლომატები შვედეთიდან, პოლონეთიდა და გერმანიიდან, რომლებმაც უახლოეს ვადებში უნდა დატოვონ რუსეთი. ამაზე საპასუხოდ აღნიშნული ქვეყნები სამ რუს დიპლომატს აძევებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამას სარკისებულ ზომებად არ აღიქვამენ.

თემები:
რუსეთი დღეს (773)

მთავარი თემები