თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. „როსპოტრებნადზორის“ პრესსამსახურმა განაცხადა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატ „ეპივაკკორონას“ იმუნოლოგიურმა ეფექტურობამ კლინიკური ცდების პირველი და მეორე ფაზების შედეგების მიხედვით 100% შეადგინა.
ვაქცინა კუნთებში ორჯერ გაკეთდება 14–21 დღიანი ინტერვალით და თითოეული ინექციის რაოდენობა 0,5 მილილიტრი იქნება.
ასევე დასაშვებია ვაქცინის ერთი კომპონენტით აცრა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა COVID-19 ადრე გადაიტანა.
„მაგრამ „ეპივაკკორონას“ ერთი დოზის ინიექცია არ გამოიწვევს სიძლიერითა და ხანგრძლივობით ოპტიმალურ იმუნურ პასუხს“, - დააზუსტეს „როსპოტრებნადზორში“ და აღნიშნეს, რომ ეს საკითხი დამატებით კვლევას მოითხოვს.
„ეპივაკკორონა“, რომელიც ნოვოსიბირსკის სამეცნიერო ცენტრ „ვექტორში“ პეპტიდური ანტიგენების საფუძველზე შექმნეს, ოქტომბერში დაარეგისტრირეს. ცდების მესამე ეტაპი გრძელდება: მათში მონაწილეობას 40 ათასი მოხალისე იღებს, მათ შორის 60 წელს ზემოდ ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. სამოქალაქო ბრუნვაში უკვე გამოშვებულია 45 ათასი დოზა, მასშტაბური წარმოება თებერვალში დაიწყება.