14:01 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (716)
33 0 0

მსოფლიოში პირველი ანტიკორონავირუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აგვისტოში დაარეგისტრირა.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ყაზახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს წარმოება დაიწყო, იუწყება რესპუბლიკის მთავრობის პრეს-სამსახური.

კომპლექსი უკვე მოინახულა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ასკარ მამინმა.

„ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ასკარ მამინი ყარაგანდის ფარმაცევტულ კომპლექსს ეწვია, სადაც ვაქცინა Sputnik V-ს წარმოებამ აიღო სტარტი ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ–ჟომარტ ტოკაევსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეთანხმებათა რეალიზაციის ფარგლებში“, — აცხადებს მთავრობის პრეს-სამსახური.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოში პირველი ანტიკორონავირუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ აგვისტოში დაარეგისტრირა, რომელიც გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ ცენტრში შეიქმნა. ვაქცინა შექმნილია ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზე, რომელიც კარგადაა შესწავლილი და შემოწმებული. რუსი სპეციალისტების თქმით, მისი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა — უსაფრთხოება, ეფექტურობა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობაა.

„სპუტნიკ V“-ს ეფექტურობამ კორონავირუსული ინფექციების მძიმე შემთხვევების წინააღმდეგ 100% შეადგინა. დაავადების დადასტურებულ შემთხვევებს შორის პლაცებოს ჯგუფში დაფიქსირდა 20 მძიმე შემთხვევა, მაშინ, როცა ვაქცინით აცრის შემთხვევაში მძიმე შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 18-დან 60 წლამდე ასაკის ქრონიკული დაავადების არმქონე პირებს.

 

თემები:
რუსეთი დღეს (716)

მთავარი თემები