Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ ტესტირებაზე მექსიკაში მიემგზავრება

© photo: Sputnik / Alexey Sukhorukov / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარეგულირებელი ორგანოების ნებართვის შემთხვევაში ქვეყანაში პრეპარატ „სპუტნიკ V“-ის კლინიკური ცდების მესამე ფაზა ჩატარდება.

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. მსოფლიოში პირველი რეგისტრირებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ  V“-ის ტესტირება მექსიკაში ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოების განკარგულების შემდეგ ჩატარდება. იუწყება РИА Новости.

G20-ის სამიტი - Sputnik საქართველო
მოსაზრება: G20-ის სამიტი და კორონავირუსი – დასავლეთი რუსულ ვაქცინას ვერ აიტანს

„მოლაპარაკებები ფონდსა (რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი) და მექსიკის ხელისუფლებას შორის რეგულარულად მიმდინარეობს. ახლა ველოდებით, როდის დაასრულებს ფონდი დოკუმენტაციას (მომზადებას, - რედ.), რათა შეძლოს მისი წარდგენა მარეგულირებელი ორგანოებისთვის. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ისინი შეძლებენ ნებართვის მიღებას და ცდების მესამე ფაზის ნაწილი მექსიკაში 500-მდე ადამიანის მონაწილეობით ჩატარდება“, - განაცხადა რუსეთში მექსიკის ელჩმა ნორმა პენსადო მორენომ.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდსა და მექსიკურ ფარმაცევტულ კომპანიას შორის შემოდგომის დასაწყისში გაფორმდა შეთანხმება ქვეყნისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული პრეპარატის 32 მილიონი დოზის მიწოდების შესახებ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა

„სპუტნიკ V“ - არის COVID-19-ის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში დარეგისტრირდა. განაცხადი პრეპარატის სერტიფიცირებაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იქნა შეტანილი. არაერთმა ქვეყანამ უკვე გამოთქვა რუსული პრეპარატის შეძენისა და მისი ადგილზე წარმოების სურვილი. მათ შორის არიან უნგრეთი, ისრაელი, ვენესუელა, ინდოეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბრაზილია, თურქეთი, ჩინეთი, კორეა. მოსალოდნელია, რომ ვაქცინა ნაკლები ეღირება, ვიდრე კონკურენტების - Pfizer-ისა (19,5 დოლარი) და Moderna-ს (25-37 დოლარი) პრეპარატები.

© video: Ruptly / РФПИ / АФК "Система", завод "Биннофарм" / Роспотребнадзорსამმაგი დარტყმა პანდემიაზე: რუსეთში კორონავირუსის მესამე ვაქცინის ტესტირება დაიწყო
რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ ტესტირებაზე მექსიკაში მიემგზავრება - Sputnik საქართველო
სამმაგი დარტყმა პანდემიაზე: რუსეთში კორონავირუსის მესამე ვაქცინის ტესტირება დაიწყო

„სპუტნიკ  V“-ის ტესტირება ბელარუსშიც მიმდინარეობს, ოქტომბერში კი ქვეყნის პოლიკლინიკებში 100 მოხალისე აიცრა, ამჟამად მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პრეპარატის პირველი პარტიის დამზადება ბელარუსში, ლაბორატორიულ პირობებში უკვე წელს დაიწყება, მასობრივი წარმოება კი - მომავალი წლიდან. თავდაპირველად აცრიან მედიცინის მუშაკებს, პედაგოგებსა და სამხედროებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0