რუსეთი სუდანში სამხედრო-საზღვაო ფლოტის პირველ ბაზას ქმნის

© photo: Sputnik / Alexander Galperin / გადასვლა მედიაბანკში„ადმირალ კასატონოვის“ ფრეგატი
„ადმირალ კასატონოვის“ ფრეგატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ შეთანხმებით რუსეთი სრულფასოვნად ბრუნდება მსოფლიო ოკეანეში და უჩნდება შესაძლებლობა, შეიტანოს და გამოიტანოს ნებისმიერი მოწყობილობა და აღჭურვილობა სუდანში არსებულ ბაზაზე.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. ვლადიმირ პუტინმა სერგეი შოიგუს დაავალა, რუსეთის სახელით მოაწეროს ხელი სუდანში რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტის შექმნის შესახებ შეთანხმებას, იუწყება რადიო Sputnik.

ეს მოსკოვს საშუალებას მისცემს, უსაფრთხოდ შეიტანოს იარაღი რეგიონში და ებრძოლოს მეკობრეებს.

ატომური ყინულმჭრელი „არქტიკა“ - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ყინულმჭრელების ამერიკული პრობლემა – საჭიროა მძლავრი ფლოტი

მოსკოვმა ბოლო პერიოდში აფრიკის ქვეყნებთან 2,5 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების რამდენიმე კონტრაქტს მოაწერა ხელი იარაღის მიწოდებაზე. მათ შორისაა სუდანიც. რეგიონის ზოგ ქვეყანაში არსებული არასტაბილური ვითარების გათვალისწინებით, ეს შეთანხმებები გარანტირებულ უზრუნველყოფას საჭიროებს.

თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ რუსეთი სრულფასოვნად დაბრუნდება მსოფლიო ოკეანეში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუს მეზღვაურებს შესაძლებლობა ექნებათ, სპეციალური შეთანხმების გარეშე შევიდნენ აღნიშნულ პუნქტში ხანგრძლივი ნაოსნობის შემთხვევაში. ეს ეხება სამხედრო ატომურ კრეისერებსაც და ასევე თვითმფრინავებსაც, რომლებისთვისაც ბაზაზე ასაფრენ–დასაჯდომი ზოლი მოეწყობა.

გარდა ამისა, რუსეთს გაუჩნდება შესაძლებლობა, ამ ქვეყნის საზღვაო პორტებისა და აეროპორტების გავლით შეიტანოს და გამოიტანოს ნებისმიერი მოწყობილობა და აღჭურვილობა, რომლებიც ბაზის ფუნქციონირებისა და სამხედრო ხომალდების მიერ ამოცანების შესრულებისთვის იქნება საჭირო. ამისთვის არც ბაჟი და არც სხვა ტიპის მოსაკრებელი არ იქნება გადასახდელი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხართუმმა რუსული ბაზისთვის მიწა უსასყიდლოდ გამოყო.

ამერიკული რაკეტა Patriot-ი  - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: ამერიკელები ძნელად გასანადგურებელ ბაზას უბრუნდებიან

მოსკოვი თავის ობიექტზე განათავსებს პერსონალს — არაუმეტეს 300 კაცის შემადგენლობით, და ასევე ოთხ ხომალდს (არაუმეტეს) — ბირთვული ენერგეტიკული დანადგარის მქონე ხომალდის ჩათვლით.

როგორც სუდანის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აღნიშნავდა, გამომდინარე იქიდან, რომ აფრიკული სახელმწიფოს საზღვრები რეგულარულად ირღვევა, რუსეთის ბაზა მათ მეკობრეობასთან, კონტრაბანდასთან და მონათვაჭრობასთან ბრძოლაში დაეხმარება.

სამხედრო ექსპერტების თქმით, წარსულში სსრკ-ის სამხედრო ბაზები აფრიკაში უფრო ხელსაყრელად იყო განლაგებული. მაგალითად, იემენის ადენში, სომალისა და ეთიოპიაში, რაც წითელ ზღვაში შესვლა–გასვლის კონტროლის საშუალებას იძლეოდა. მაგრამ დღეს, სხვადასხვა მიზეზთა გამო, მათ შორის, სამხედრო და პოლიტიკური ხასიათისა, კონტინენტის ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან და მოხერხებულ წერტილებში დაბრუნება ხილულ პერსპექტივაში შეუძლებლად მოჩანს.

მოსაზრება: რაში სჭირდება რუსეთს სამხედრო ბაზების გაფართოება სირიაში>>

ამ რეგიონის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ცოტა ხნის წინ ჩინეთი თავისი შეიარაღებული ძალების უცხოურ ტერიტორიებზე ბაზირების მასშტაბური ამოცანების შესრულებას შეუდგა, რომლებიც უახლოეს 30 წელზეა გათვლილი. პეკინის ახალი სამხედრო სტრატეგია „ეროვნული ტერიტორიების დაცვიდან“ აქცენტების „სახელმწიფო საზღვრებს გარეთ ეროვნული ინტერესების დაცვაზე“ გადატანას ითვალისწინებს. სამი წლის წინ ჩინეთმა ექსპლუატაციაში შეიყვანა თავისი სამხედრო–საზღვაო ფლოტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პირველი უცხოური პუნქტი რესპუბლიკა ჯიბუტიში, რომელიც სუდანსაც მოიცავს და აღმოსავლეთ აფრიკასაც.

ყველა ახალი ამბავი
0