არ დაუშვათ რუსული ხომალდები: რუსეთში კომენტარი გააკეთეს აშშ-ის მოთხოვნაზე

© photo: Sputnik / Vitaly An'kov / გადასვლა მედიაბანკშინავსაწინააღმდეგო ხომალდი „ადმირალი პანტელეევი“
ნავსაწინააღმდეგო ხომალდი „ადმირალი პანტელეევი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უპასუხეს აშშ-ის მოთხოვნას კვიპროსისადმი, არ შეუშვას რუსეთის სამხედრო–საზღვაო ძალების ხომალდები თავის პორტებში.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კომანტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის სამხედრო–პოლიტიკურ საკითხებში კლარკ კუპერის გამონათქვამზე, რომელიც კვიპროსის პორტებში რუსეთის ხომალდების დაშვებას შეეხებოდა.

გაეროს გენასამბლეა - Sputnik საქართველო
ომის მსხვერპლთა ხსოვნა: გაეროს გენასამბლეამ ერთხმად მიიღო რუსეთის რეზოლუცია

მანამდე კუპერმა განაცხადა, რომ აშშ უკმაყოფილოა იმით, რომ კვიპროსი არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ რუსულმა სამხედრო ხომალდებმა მის პორტებში შესვლა შეწყვიტონ. მისი განცხადებით, რუსეთისთვის ხომალდების შეშვებაზე უარის თქმა კვიპროსს აშშ-თან მეტი თანამშრომლობის საშუალებას მისცემს თავდაცვის სფეროში.

როგორც ზახაროვამ აღნიშნა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოსკოვი ხედავს, როგორ უყენებს ვაშინგტონი ამა თუ იმ ქვეყანას ურთიერთობის განვითარების პირობად რუსეთთან თანამშრომლობის შეწყვეტას სხვადასხვა სფეროში.

„ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახელმწიფოს განუყოფელ უფლებას, გაატაროს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა“, — განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

რადიო Sputnik-ის ეთერში პოლიტოლოგმა ოლეგ მატვეიჩევმა განაცხადა, რომ აშშ-ის ასეთი ზეწოლა მიუღებელია.

„არსებობს ორი სუვერენული სახელმწიფო: რუსეთი და კვიპროსი, რომლებიც ერთმანეთთან გარკვეული სახის ურთიერთქმედებაში არიან. ხომალდები იქნება თუ სხვა რამ — ეს ამერიკის საქმე არ არის. აშშ ერევა არა ერთი, არამედ ერთბაშად ორი სახელმწიფოს საქმეში: რუსეთისა და კვიპროსისა, რაც დაუშვებელია. თავად შეერთებული შტატები არ უშვებენ მათ საშინაო საქმეებში ჩარევას არც ერთი სახელმწიფოს მხრიდან. აქ კი საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან, როცა ერთისთვის შეიძლება, მეორისთვის კი — არა. აშშ-ის ყველა ეს განცხადება ორმაგი დიპლომატიის სფეროს განეკუთვნება. ამაზე პასუხი უნდა იყოს ნებისმიერი ამერიკული „რეცეპტოს“ პირდაპირი იგნორირება იმისათვის, რომ საკუთარი სუვერენიტეტი დავიცვათ. თუ ისინი თავხედურად განაცხადებენ რამეს, ჩვენ აბსოლუტური იგნორით ვუპასუხოთ მათ ეგრეთ წოდებულ მოსაზრებებეს“, — მიაჩნია ოლეგ მატვეიჩევს.

ყველა ახალი ამბავი
0