ომის მსხვერპლთა ხსოვნა: გაეროს გენასამბლეამ ერთხმად მიიღო რუსეთის რეზოლუცია

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიგაეროს გენასამბლეა
გაეროს გენასამბლეა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მის წევრ ყველა სახელმწიფოს აძლევს რეკომენდაციას, აღნიშნოს ხსოვნის დღეებად დაწესებული თარიღები.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად მიიღო რუსეთის რეზოლუცია მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნის პატივისცემის შესახებ, იუწყება РИА Новости.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეა ეყრდნობა 2004 წელს მიღებულ თავისივე რეზოლუციას, რომლითაც 8 და 9 მაისი ხსოვნისა და შერიგების დღეებად არის გამოცხადებული.

გენასამბლეის ახლად მიღებული რეზოლუცია „სთავაზობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემების ქვეყნებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო პირებს, შესაბამისი სახით აღნიშნონ ეს დღეები როგორც მეორე მსოფლიო ომის ყველა მსხვერპლის ხსოვნის დღე“.

 

ყველა ახალი ამბავი
0