17:00 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (678)
37 0 0

რუსეთის საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ „პრეზიდენტ პუტინის წინადადებებაზე თვალის დახუჭვა“ ევროპული უსაფრთხოების საკითხისადმი უპასუხისმგებლო მიდგომაზე მეტყველებს.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ევროპის ქვეყნები თავიანთივე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართ „უპასუხისმგებლო მიდგომას“ აფიქსირებენ და თვალს ხუჭავენ რუსეთის მცდელობაზე, დაასტაბილუროს ვითარება ევროპაში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.

ორშაბათს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წარმოადგინა ის ნაბიჯები, რომლებიც მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებში დაძაბულობის შესასუსტებლად მიაჩნია აუცილებლად. კერძოდ, მან განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, ნებაყოფლობით თქვას უარი რუსეთის ევროპულ ნაწილში რაკეტა 9М729-ის განთავსებაზე, ოღონდ იმ პირობით, რომ ნატო ასევე გადადგამს შემხვედრ ნაბიჯებს. გარდა ამისა, მან ასევე შესთავაზა ალიანსს, შემოწმდეს Aegis Ashore-ს კომპლექსები ევროპის ბაზებზე და ასევე 9М729-ები კალინინგრადის ობიექტებზე.

თუმცა ევროპაში რუსეთის ლიდერის ინიციატივას სკეპტიკურად შეხვდნენ. კერძოდ, ბერლინში აღნიშნეს, რომ ასეთი იდეეები „ნდობას არ იმსახურებს“. ლონდონმა კი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რუსეთი საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების ჩავარდნაში.    

„პირველი ნეგატიური სიგნალები, საკმაოდ დაუფიქრებელი, სწორედ ევროპისგან მოვისმინეთ“, — განაცხადა რიაბკოვმა РИА Новости-სთან ინტერვიუში.

მინისტრის მოადგილის თქმით, ახლა ფსონები „მეტად მაღალია“ და ისინი, ვინც „პრეზიდენტ პუტინის წინადადებების იგნორირებასა და მათზე თვალის დახუჭვას ცდილობენ, მეტად უპასუხისმგებლოდ უდგებიან ევროპული უსაფრთხოების საკითხს“.  

„გახმოვანებული წინადადებების სერიოზულობა მათ გამოწვლილვით შესწავლას მოითხოვს. ამ წინადადებების სიღრმე ფუნდამენტურ გააზრებას საჭიროებს. იგი ასახავს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის განწყობას, მოძებნოს ევროპაში სამხედრო–პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციის გზა, რათა არ დაუშვას იქ ახალი „სარაკეტო კრიზისები“, — აღნიშნა რიაბკოვმა.

2019 წლის 2 აგვისტოს მოქმედება შეწყვიტა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შესახებ ხელშეკრულებამ, რომლის მიზანიც გლობალური სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველყოფა იყო. ვაშინგტონმა ხელშეკრულებიდან გასვლა იმით ახსნა, რომ მოსკოვი ვალდებულებებს არ ასრულებდა. თუმცა, რუსული მხარის განცხადებით, აშშ-ს ამის მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის ანალოგიური ნაბიჯების საპასუხოდ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას აჩერებდა.

თემები:
რუსეთი დღეს (678)

მთავარი თემები