პუტინი: „მსოფლიო კარდინალური, ტექტონიკური ცვლილებების ზღვარზეა“

© photo: Sputnik / Alexey Druzhinin / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ლიდერის თქმით, დიდი სისწრაფით ჩქარდება ის პროცესები, რომელთა შესახებაც მსოფლიოში ადრე არაერთხელ საუბრობდნენ

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო მსოფლიო ცვლილებებისა და ტექტონიკური ძვრების ზღვარზე დგას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დისკუსიის დროს, რომელიც „ვალდაის კლუბში“ გაიმართა. ამის შესახებ წერს РИА Новости.

„სავარაუდოდ, ასეთი საგანგაშო ფონი ბევრ ადამიანში უფრო აძლიერებს ისეთ შეგრძნებას, თითქოს იწყება სრულიად განსხვავებული დრო, რომ ჩვენ ვიმყოფებით არამარტო კარდინალური ცვლილებების ზღვარზე, არამედ ტექტონიკური ძვრების ეპოქაში შევდივართ, თანაც ცხოვრების ყველა სფეროში“, - განაცხადა პუტინმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პანდემიით გამოწვეული ზარალის ოდენობა გაასაჯაროვა

მისი თქმით, დიდი სისწრაფით ჩქარდება ის პროცესები, რომელთა შესახებაც არაერთხელ ითქვა „ვალდაის კლუბის“ სხდომებზე.

„მაგალითად, ექვსი წლის წინ, 2014 წელს, დისკუსიის დროს თემაზე „მსოფლიო წესრიგი: ახალი წესები ანუ თამაში წესების გარეშე“ ჩვენ მაშინ ვსაუბრობდით ამ თემაზე, და ახლა თამაში წესების გარეშე, სამწუხაროდ, სულ უფრო მრისხანედ გამოიყურება“, - განაცხადა პუტინმა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით უკვე 41,4 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 1,134 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 28 მილიონზე მეტი ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0