16:48 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (673)
75 0 0

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ, მოსკოვის აზრით, მთიან ყარაბაღში რუსი დამკვირვებლები უნდა იყვნენ.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. მთიან ყარაბაღში სამშვიდობოების განთავსება მხოლოდ სომხეთისა და აზერბაიჯანის თანხმობითაა შესაძლებელი, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ, მოსკოვის აზრით, მთიან ყარაბაღში რუსი დამკვირვებლები უნდა იყვნენ, მაგრამ ბოლო სიტყვა კონფლიქტის მონაწილეებზეა. მისი თქმით, ყარაბაღში პოლიტიკური დარეგულირება მოსკოვის შეთანხმების განხორციელების პარალელურად უნდა ხდებოდეს.

„პირველხარისხოვანი საკითხი აქ ისაა, არიან თუ არა მზად დაპირისპირებული მხარეები, კერძოდ, სომხეთი და აზერბაიჯანი. ნებისმიერი სამშვიდობოების, დამკვირვებლებისა, თუ ვინც უნდა იყოს, ნებისმიერი განთავსება, მხოლოდ ორივე ქვეყნის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი“, — უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ამით პრეზიდენტის პრეს-მდივანმა პასუხი გასცა მასმედიის წარმომადგენლების შეკითხვას, არის თუ არა მზად რუსეთი, გაგზავნოს თავისი მშვიდობისმყოფლების კონტინგენტი მთიან ყარაბაღში.

პესკოვის თქმით, ჯერჯერობით ამაზე პასუხი არც ერთი მხარისგან არ გამოთქმულა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ წყდება, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. 

 

თემები:
რუსეთი დღეს (673)

მთავარი თემები