10:31 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (601)
171 0 0

რუსეთის შსს-მ მიგრაციის საკითხებზე ახალი ფედერალური კანონის პროექტის კონცეფცია დაამტკიცა. დოკუმენტი ითვალისწინებს ახლებურ მიდგომას რუსეთში სამუშაოდ ჩასულების დაბეგვრის, პატენტების გაცემის, ჯამაგირის ოდენობისა და რეგისტრაციის თაობაზე.

ლევ რიჟკოვი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინადადებას ექსპერტები ქვეყნის მიგრაციულ კანონმდებლობაში რადიკალურ რეფორმად მიიჩნევენ.

„2022 წლის 1 იანვრიდან (როდესაც ფედერალური კანონი ძალაში უნდა შევიდეს) ჩვენ ყველანი ახლებურად დავიწყებთ ცხოვრებას. გაჩნდება მიგრანტთა დაბეგვრის ახალი სისტემა. იქნება აღრიცხვა. ახლა ბევრი აღურიცხავია. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა მათგანს რეესტრში შევიყვანთ. ჯერჯერობით ჩვენ ყველაფერ ამას მხარს ვუჭერთ. მე [მიგრაციის შესახებ კანონის განხილვის] სამუშაო ჯგუფის წევრი ვარ. პირველად მრავალი წლის განმავლობაში შეინიშნება მიგრაციული კანონმდებლობის აბსოლუტურად სწორი მიმართულებით შეცვლის ტენდენცია“, — განუცხადა Sputnik-ს რუსეთში მიგრანტთა ფედერაციის პრეზიდენტმა ვადიმ კოჟენოვმა.

მისი თქმით, ახალი კანონი შეამსუბუქებს არა მარტო მიგრანტების ცხოვრებას, არამედ ასევე დამსაქმებლებს გაუმარტივებს უცხოეთის მოქალაქეთა დასაქმების პროცედურას.

დოკუმენტში არის პუნქტი მიგრანტების ჯამაგირის ოდენობის შესახებ. მის თანახმად, უცხოელი მუშახელის ხელფასი უნდა უტოლდებოდეს კონკრეტულ რეგიონში იმავე კატეგორიის მუშახელის ხელფასის საშუალო ოდენობას.

მიგრაციული კანონმდებლობის საკითხთა ექსპერტი რუსტამ კარიმოვი მიიჩნევს, რომ ეს შეამცირებს ვაკანსიების რაოდენობას მიგრანტებისთვის ეკონომიკის მთელ რიგ დარგებში.

„იაპონიაში არსებობს კანონი, რომ მიგრანტებს ადგილობრივებზე მეტი უნდა გადაუხადონ. ამიტომ იქ მიგრანტების დაქირავება წამგებიანია. შესაძლოა კანონმდებლები ცდილობენ, რომ ეს გამოცდილება რუსულ ნიადაგზე დანერგონ — ან მიგრანტების რაოდენობის შესამცირებლად, ან მათი ცხოვრების მართლაც გასაუმჯობესებლად. როდესაც საკანონმდებლო ინიციატივები მკაფიოდ გაფორმდება, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი მისი ანალიზი და პლუსებისა თუ მინუსების დანახვა. თუმცა ძნელი სათქმელია, როგორ განხორციელდება ეს წინადადება“, — ამბობს კარიმოვი.

რუსეთის შსს-ს კანონპროექტის კონცეფცია მოიაზრებს, რომ ელექტრონული პატენტის გაფორმების შემდეგ უცხოეთის მოქალაქეებმა ფიქსირებული საავანსო გადასახადი უნდა შეიტანონ. ასევე ივარაუდება, რომ მიგრანტის სახელფასო ანაზღაურება არ უნდა იყოს რეგიონში იმავე პროფესიისა და კვალიფიკაციის მუშახელის საშუალო ანაზღაურებაზე დაბალი.

უცხოელი მუშახელისთვის შეიქმნება სპეციალური ID–ბარათები, რომლებიც დააფიქსირებს კანონდარღვევებს, ჯარიმებს, გადასახადების გადახდას.

ამასთან დამსაქმებლები ასევე დარეგისტრირდებიან უცხოელი მუშახელის დამქირავებელთა სპეციალურ რეესტრში.

მანამდე რუსეთის შსს-ს მიგრაციის საკითხთა მთავარი სამმმართველოს უფროსი ვალენტინა კაზაკოვა აცხადებდა, რომ ახალი ფედერალური კანონის კონცეფცია გაამრტივებს რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურას და, დიდი ალბათობით, მას 2021 წელს წარადგენენ კანონპროექტის სახით.

 

თემები:
რუსეთი დღეს (601)

მთავარი თემები