00:49 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1142)
78110

ვაქცინაზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ მისი დაკმაყოფილება ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან რუსეთი მას შეზღუდული რაოდენობით აწარმოებს

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით სახელწოდებით „სპუტნიკ V“, რომელიც რუსეთის გამალეის ცენტრმა და პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა შეიმუშავა, უკვე 50-მდე ქვეყანა დაინტერესდა. ამის შესახებ ფონდის დირექტორმა კირილ დმიტრიევმა ისაუბრა, იუწყება РИА Новости.

საკუთარი ვაქცინა: დასახელდა რუსეთში მოსახლეობის აცრის ვადები >>

დმიტრიევმა აღნიშნა, რომ რუსეთს ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეუძლია, რადგან „პრეპარატის მხოლოდ გარკვეული რაოდენობის“ წარმოება შეუძლია.

„50 ქვეყანასთან ვმუშაობთ. ამჯერად ფოკუსირებული ვართ 20 ქვეყანაზე, სადაც საკმაოდ წინ წავიწიეთ“, - განაცხადა მან.

დმიტრიევმა ასევე განაცხადა, რომ ბევრმა ქვეყანამ დაიწყო რუსული ვაქცინის კლინიკური გამოცდა და რეგულატორებმა ის უკვე ოქტომბერსა ან ნოემბერში შეიძლება დაამტკიცონ.

„ამიტომ ორიენტირებულები ვართ იმ ქვეყნებზე, რომლებიც დაინტერესებულები არიან რუსული ვაქცინის სწრაფ დამტკიცებაზე და რომლებიც რუსეთთან პარტნიორობისადმი მნიშვნელოვან ინტერესს იჩენენ“, - განმარტა მან.

აგვისტოში რუსეთმა COVID-19-ის წინააღმდეგ მსოფლიოში პირველი ვაქცინა დაარეგისტრირა სახელწოდებით Sputnik V, რომელიც სწორედ გამალეის ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ერთად. ვაქცინის წარმოება უკვე დაწყებულია.

ამ კვირაში პრეპარატის პირველი პარტია სამოქალაქო მიმოქცევაში გამოვიდა, ასევე კლინიკური კვლევების მესამე ფაზა დაიწყო.

COVID-19-ზე ფართო ვაქცინაცია წარმოების ზრდასთან ერთად და რეგისტრაციის შემდგომი ინფორმაციის დაგროვების კვალდაკვალ დაიწყება, აღნიშნეს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1142)

მთავარი თემები