თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის აცრა კორონავირუსულ ინფექციაზე მომდევნო წლის ზაფხულისთვის იგეგმება, იუწყება РИА Новости გამალეის ცენტრის დირექტორზე ალექსანდრ გინცბურგზე დაყრდნობით.
მისი თქმით, იმისათვის, რომ ვითარება კონტროლს დაექვემდებაროს, მოსახლეობის ორი მესამედი, ანუ დაახლოებით 70-75 მლნ კაცი უნდა აიცრას. ამასთან თავად ვირუსის სრულ დამარცხებაზე საუბარი არ არის.
აგვისტოში რუსეთმა COVID-19-ის წინააღმდეგ მსოფლიოში პირველი ვაქცინა დაარეგისტრირა სახელწოდებით Sputnik V, რომელიც სწორედ გამალეის ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ერთად.
კლინიკური გამოცდებისას პრეპარატმა კვლევის მონაწილეების 100 პროცენტს ჩამოუყალიბა მდგრადი ჰუმორალური და უჯრედული იმუნური პასუხი და ამავდროულად არ გამოუწვევია არანაირი არასასურველი რეაქცია არც ერთი კრიტერიუმით.
ამასთან, ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულების რაოდენობა აცრილ მოხალისეებში 1,4–1,5-ჯერ აღემატებოდა COVID-19-სგან განკურნებული პაციენტების ორგანიზმში არსებულს.